„ბარსელონას“ ფრანგ მცველთან, სამუელ უმტიტისთან მიმართებაში მოთმინება საბოლოოდ გადაეწურა. ფეხბურთელმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდი არ დატოვა.
Todofichajes-ის ცნობებით, „ლურჯ-ბროწეულისფრები“ მისგან ზამთარშივე გათავისუფლდებიან. „ბარსა“ უმტიტის ახალი გუნდის ძიებისკენ მოუწოდებს და თუ კი ფრანგი მოთამაშის გაყიდვა არ მოხერხდება, მხარეები კონტრაქტს გაწყვეტენ.
სამუელის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2023 წელს იწურება. Transfermarkt-ის ექსპერტთა მიხედვით, 27 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა რვა მილიონ ევროს შეადგენს.



თუ კი ფრანგი მოთამაშის გაყიდვა არ მოხერხდება, მხარეები კონტრაქტს გაწყვეტენ.(ლაპორტა)
თუ ჯორზე შეჯდა და არ წავიდა, მაშინ რას აპირებენ?!
2 წლის წინ 60 მანჩესტერი. მაშინ ტოპ 5 მცველში შედიოდა
ეტყობა ბორდთან შეკრებაზე გაეპარა
უმტიტი კიარა კუმანი გაუშვით ჯერ
აბა ავადაოო,გაციებულიაო..კიდევ ტრავმა მიუღია თურმე