workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანის აგენტმა ჟოან ლაპორტას თვალთმაქცი უწოდა

რონალდ კუმანის აგენტმა ჟოან ლაპორტას თვალთმაქცი უწოდა

ჟოან ლაპორტას განცხადებების მიუხედავად, რომელიც ირწმუნება, რომ რონალდ კუმანთან კარგი ურთიერთობა აქვს, თანდათან სულ უფრო ნათელი ხდება, რომ “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელსა და კლუბის პრეზიდენტს შორის დაძაბულობაა. 

კუმანის აგენტმა, რობ იანსენმა, მაისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით (როცა ლაპორტამ ღიად დაადასტურა, რომ ჰოლანდიელ მწვრთნელს თანამდებობაზე მხოლოდ იმიტომ ტოვებდა, რომ მოკლე დროში სხვა კანდიდატი ვერ შეარჩია) დოკუმენტურ ფილმში მწვავედ ისაუბრა. 

ლაპორტასთან მეტჯერ აღარ მისაუბრია. საბედნიეროდ, მისმა გარემოცვამ მოახერხა, კუმანი პოსტზე დაეტოვებინა. 
ბოლოს, ლაპორტა ჟურნალისტებთან გამოვიდა და დაიწყო, “ჩვენ ერთად მუშაობას გავაგრძელებთ, ჩვენ მეგობრები ვართ”… ეს ტოპ სპორტის თვალთმაქცობაა. 

– თქვა იანსენმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • nika 54
    schedule 18 სექ 2021, 18:10

    ეხლა ამის დრო აქვს ან ლაპორტას ან კუმანს, ეს რას ახურებს სიტუაციას.

  • Fc Barca Batumi
    schedule 18 სექ 2021, 10:38

    კუმან დაახვიე ბარსას ცხოვრებიდან!
    შენ ვალიკო კი არაა, კიკეც გჯობია!!!

  • Anssumane
    schedule 18 სექ 2021, 01:34

    ციტატა: La Pulga10
    ვიღაცას დაერხაა.ცხელდება,ცხელდება სიტუაცია,ძალიან კაი.მიდი ეხლა კუმანმა დაავრეხვოს რამე და მერე ლაპორტამ გაასხმეინოს.


    ბევრის მოცდა არ მოგიწევს აგერ დააბრეხვებს გრანადასთან

  • La Pulga10
    schedule 17 სექ 2021, 23:31

    ვიღაცას დაერხაა.ცხელდება,ცხელდება სიტუაცია,ძალიან კაი.მიდი ეხლა კუმანმა დაავრეხვოს რამე და მერე ლაპორტამ გაასხმეინოს.

  • Barca1980
    schedule 17 სექ 2021, 22:20

    ლაპორტას უნდა გაეჯ…..ებინა კუმანისათვის და პიმიენტა დაენიშნა ერთი წლით , თავის გაზრდილ ბავშვებს მოხოდავდა და ხავის გაუმზადებდა გუნდს და თუ შედეგიც ექნებოდა , არც მისი დარჩენა გააფუჭებდა რამეს .

  • Clever liar
    schedule 17 სექ 2021, 22:04

    არ ეთვალთმაქცა და ამოერტყა ეგრევე ტრაკში წიხლი ეგ იქნებოდა ყველაზე კარგი..

  • RiquiPuig
    schedule 17 სექ 2021, 21:27

    ყველა ხედავს იმას,რომ კუმანი 13 მილიონის გადახდის აცილების და იმის გამო დატოვა რომ უკეთესი უბრალოდ ვერავინ ნახა.დაჟე,დარწმუნებული ვარ გაუშვებდა ვინმე რომ ენახა

  • Don_Andresito
    schedule 17 სექ 2021, 20:44

    ციტატა: Prometheus
    თუ ნორმალურ ტრენერს არ იშოვიან აზრი არ აქვს ამის გაშვებას , ნორმალური კიდე არავინაა თავისუფალი , შუა სეზონში არცერთი კარგი მწვრთნელი გუნდს არ დატოვებს , ჩავის დანიშვნა კი დიდი რისკია , ან გაამართლებს ან არა . ბევრი შემთხვევა იყო უკვე როცა ეგეთი ახალი მწვრთნელები ვერ ამართლებენ , იგივე პირლო , ლამპარდი , ზეედორფი . ჟორდი კრუიფის და ეგეთი ხალხის დანიშვნას კიდე ისევ კუმანი იყოს , გამოცდილება მაინც აქვს ( კი არაფერში ეტყობა მარა მაინც)


    ჩავის მაგათგან ის განასხვავებს რო ზუსტად იცის როგორ ხდება ყველაფერი, რა თვისებაა საჭირო ფეხბურთელში ბარსაში სათამაშოდ და ა.შ. მარა დრო დაჭირდება. 1 წელი რომც ჩაუარდეს კატასტროფულად დრო მაინც უნდა და ვინ მისცემს? ფული უნდა რო სუსტი წერტილები რაც აკადემიით ვერ ივსება ფულით მოაგვაროს, არც ფულია. ლაპორტა კიდე რო ღრძო და თვალთმაქცია დებილიც დაინახავს. ჩავი რო ფონტს ედგა მხარში არ პატიობს. ეს წელი ჩაამთავროს ამ ხისთავამ და მოვიდეს მერე ჩავი. თავისუფალი კია აგერ კონტე მარა ეათ გინდა სად მაგის სტილი სად ჩვენი. ისე კუმანმა თუ 5-3-2 გააგრძელა ადგნენ და შეცვალონ მართლა კონტეთი :დ ისიც მაგ სტილს თამაშობს და ბევრად შედეგიანს. პროსტა იმასაც უნდა ტოპ ფეხბურთელები თორე ლიუკ დე იონგით თუ გინდა გვარდიოლა დააბრუნე ვერაფერს იზამს. დეპაიც არაა ტოპი. კაია მარა ტოპი ვერა. როცა ყველა დაგვიბრუნდება შევხედოთ კუმანს და მაგის მიხედვით გადაწყდება ალბათ.

  • frenkie dejong21
    schedule 17 სექ 2021, 20:41

    ნერვები არ უნდა მოგეშალოს აქით რო დიდ გულზე არიან
    მოკიდე კუმანს ხელი და ააცვიათ აქიდან

    ეს ყ@ე არიყო ადრე ლაპორტას რო დაცინა?
    ხოდა რატო უთმენს ლაპორტა ამ სლეებს გადაჯმული რო აქვთ თავზე
    კუპატას კიდე რამხელა წარმოდგენა აქ მის თავზე თავი მართლა კაი მწვრთელი გონია

  • Prometheus
    schedule 17 სექ 2021, 20:33

    თუ ნორმალურ ტრენერს არ იშოვიან აზრი არ აქვს ამის გაშვებას , ნორმალური კიდე არავინაა თავისუფალი , შუა სეზონში არცერთი კარგი მწვრთნელი გუნდს არ დატოვებს , ჩავის დანიშვნა კი დიდი რისკია , ან გაამართლებს ან არა . ბევრი შემთხვევა იყო უკვე როცა ეგეთი ახალი მწვრთნელები ვერ ამართლებენ , იგივე პირლო , ლამპარდი , ზეედორფი . ჟორდი კრუიფის და ეგეთი ხალხის დანიშვნას კიდე ისევ კუმანი იყოს , გამოცდილება მაინც აქვს ( კი არაფერში ეტყობა მარა მაინც)

  • me da barca
    schedule 17 სექ 2021, 20:33

    ხოდა შეფუთე შენი კლიენტი, ამოიდე იღლიაში და დაახვიეთ ორივემ.

  • Norman Bates
    schedule 17 სექ 2021, 20:25

    კარგია იძაბება ნელ-ნელა ურთიერთობა. პოზიტიური ცვლილებების საწინდარია