workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ბარსელონას მწვრთნელბის კანდიდატია, ბარჟუანი და კრუიფი – არა

ჩავი ბარსელონას მწვრთნელბის კანდიდატია, ბარჟუანი და კრუიფი – არა

AS-ის ინფორმაციით, ჟოან ლაპორტას, რაფაელ იუსტესა და რამონ პლანესს რონალდ კუმანის არ სჯერათ და ფიქრობენ, რომ გუნდში არსებულ ამჟამინდელ ვითარებაში დამნაშავე სწორედ ნიდერლანდელია.

მწვრთნელის გაშვების შემთხვევაში, “ბარსას” მისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს და, თანაც, ახალი სპეციალისტის ძიება რთული იქნება.

წყაროს ცნობით, ჟორდი კრუიფს აღნიშნული თანამდებობის დაკავება არ სურს. რაც შეეხება სხვა ვარიანტებს, ლაპორტა სარეზერვო გუნდის თავკაცის, სერჟი ბარჟუანის დაწინაურებას არ აპირებს. ჩავი კი ერთ-ერთი კანდიდატია, მაგრამ მისი ახლა მოსვლა ნაკლებად სავარაუდოა – თუ ერნანდესი “ბარსაში” დაბრუნდება, ეს სეზონის სტარტზე მოხდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (15)

  • azulgerana
    schedule 18 სექ 2021, 09:10

    ციტატა: Don_Andresito
    ამ სეზონის ბოლოს შესთავაზონ და მოვა თავისი სტაფით. თუ მისცემენ სრულ თავისუფლებას, დაუკითხავად არავის გაუყიდიან და არც არავის უყიდიან. ბერჟუანი არა დონჟუანი, ბარსა ბ ში თამაში ვერ მოიგო.


    ხო სეზონის ბოლოს შეიძლება მოვიდეს მაგრამ. იქაც კაი ფულს აკეთებს და არც დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. აქ კიდე საქმე რომ არ წაუვიდეს შეიძლება რა სახელიც აქვს დატოვებული ერთი არასწორი შეცდომის გამო…

  • me da barca
    schedule 17 სექ 2021, 16:42

    რა კრუიფი და რა ბარჟუანი, ბარემ ვან გალი განიხილონ.
    ჩავიმ ხის თავიან არაბებს ასწავლა თამაში და აქ ვერ გაქაჩავს, პროსტა თავისუფლება და დრო უნდა მისცენ. ამ დაქცეულ, გაღატაკებულ გუნდს 1 სეზონში ვერ დაალაგებს ვერავინ.

  • nika 54
    schedule 17 სექ 2021, 14:28

    ციტატა: Barca Barca Barca
    ადრეა ხავი, ძაააან მეწყინება რო რამე არ გამოუვიდეს. როცა თვითონ იტყვის რო მზად ვარო მაშინ უნდა მოვიდეს. გამოცდილი ტაქტიკოსი ჯობია ვინმე ჟილკიანი რო ახალგაზრდებსაც მიხედოს იმიტორო ძაან მხეცი თაობა მოდის ხელშეწყობა და განვითარება ჭირდებათ. ვისკა ბარსა


    მარტო თავის მზადყოფნაზეც არ არის საქმე. სად მოვიდეს და ვინ გაწვრთნას, ბრეითვეიტი? ლუკ დე იონგი? დემბელე? უმტიტი? ლანგლე? რავიცი ვინ ვთქვა. ფაქტია თუ გუნდში ღირსეული ფეხბურთელები არ იქნებიან თვითონ სულ ასე იყოყმანებს. რაზე აიტკივებს თავს და რაზე მოვა უპერსპექტივო ფეხბურთლების გასაწვრთნელად.

  • Don_Andresito
    schedule 17 სექ 2021, 10:00

    ამ სეზონის ბოლოს შესთავაზონ და მოვა თავისი სტაფით. თუ მისცემენ სრულ თავისუფლებას, დაუკითხავად არავის გაუყიდიან და არც არავის უყიდიან. ბერჟუანი არა დონჟუანი, ბარსა ბ ში თამაში ვერ მოიგო.

  • azulgerana
    schedule 17 სექ 2021, 05:09

    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ხალხო, რამდენი უნდა იძახოთ ხავი, არ უნდა იმ ადამიანს და ძალით ხომ ვერ მოათრევენ!
    თვითონ თქვა რომ ბარსაში დაბრუნება ჯერ ძალიან ადრეა და ალ-სადშიც კიდევ 2 თუ 3 წელი (ზუსტად არ მახსოვს) კონტრაქტი მაკავშირებს და არ ვაპირებ მის გაწყვეტასო,.. ჯერ გამოცდილება მჭირდებაოოო…


    ხო მეც ეგრე ვიცი და მაგიტომ არ ვწერ ხავიზე არაფერს. თან გასაგებად თქვეს კუმანს ვენდობით წლის ბოლომდეო. ტყუილად იშლიან კუმანზე ნერვებს მაინც არ გამოცვლის ზაფხულამდე.

  • Norman Bates
    schedule 17 სექ 2021, 01:18

    ბარჟუანი და კრუიფი რო განიხილებიან მწვრთნელობის კანდოდატებად ეგ უფრო დიდი ტრაგედიაა ვიდრე ის რომ ბარსას ვალენსიადან გამოგდებული კუმანი წვრთნის

  • Davita
    schedule 17 სექ 2021, 01:15

    ციტატა: Prometheus
    ტენ ჰაგზე დაჩალიჩდნენ , საკაიფოდ ათამაშებს აიაქსს რამდენი ხანია უკვე , თან იცის ახალგაზრდებთან მუშაობა


    აიაქს ძამაო არავინ თხხოვს ლიგის დადება, ბარსა სხვა პონტია ყველა ტიტულზე უნდა იბრძოლოს, ხავია საჭირო, ტვინიც აქვს და ავტორიტეტიც, ასევე კლუბის სიყვარულიც უსაზღვროდააქ

  • MARI=BARCA-fan
    schedule 17 სექ 2021, 01:14

    ხალხო, რამდენი უნდა იძახოთ ხავი, არ უნდა იმ ადამიანს და ძალით ხომ ვერ მოათრევენ!
    თვითონ თქვა რომ ბარსაში დაბრუნება ჯერ ძალიან ადრეა და ალ-სადშიც კიდევ 2 თუ 3 წელი (ზუსტად არ მახსოვს) კონტრაქტი მაკავშირებს და არ ვაპირებ მის გაწყვეტასო,.. ჯერ გამოცდილება მჭირდებაოოო…

  • Lasho
    schedule 17 სექ 2021, 01:11

    ლუჩოს როდაუძახონ წამოვა უეჭველად ჩემიაზრით

  • David Vachnadze
    schedule 17 სექ 2021, 01:02

    ხავის და რისკის დრო არაა. ტენ ჰაგი მოიყვანოს

  • La Pulga10
    schedule 17 სექ 2021, 00:15

    აუუუ მაყუთი მისცენ ალ სადს ის ოლმოს ფული მიაცენ ოღონდ ეს მოოყვანონ.სხვა მწვრთნელის მოყვანას აზრი არ აქვს მოუწევს მერე ჩავის კიდევ 2-3 წელი ლოდინი.მაშინ მოუწევთ კუმანის დატოვება სეზონის ბოლომდე.უკანალზე უნდა გაიხნენ და ეს უნდა მოიყვანონ.

  • Prometheus
    schedule 17 სექ 2021, 00:15

    ტენ ჰაგზე დაჩალიჩდნენ , საკაიფოდ ათამაშებს აიაქსს რამდენი ხანია უკვე , თან იცის ახალგაზრდებთან მუშაობა

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 17 სექ 2021, 00:09

    კარგს იზამს ხავის თუ მოიყვანს მიხვდა ეტყობა საბოლოოდ რომ კუმანმა ვერ ივარგა

  • levanoza
    schedule 16 სექ 2021, 23:58

    დააბრუნეთ ვიდეოინჟინერი ჟორდი როურა, მაგარი კაცი… თუ არ მოუგია, არც არაფერი წაუგია!

  • Davita
    schedule 16 სექ 2021, 23:23

    ჯობს ახლა დაბრუნდეს ჩავი, თავისებურად დააწყოს გუნდი და ახალი სეზონიდან სრული სვლით წინ ტიტულებისაკენ