“ბარსელონას” ოფიციალური საიტი ადასტურებს, რომ მარტინ ბრეითუეიტს მარცხენა მუხლზე ოპერაცია წარმატებულად ჩაუტარდა.
ქირურგიული სამუშაოები ჟუან კარლეს მონლიაუმ და ჟორდი პუჩდელივოლმა “ბლაუგრანას” სამედიცინო სამსახურის ზედამხედველობით ჩაატარეს.
უცნობია, რა დრო დასჭირდება ბრეითუეიტის გამოჯანმრთელებას. გავრცელებული ინფორმაციით, დანიელი სამი თვის განმავლობაში იუქმებს.
30 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “ბარსაში” ჩატარებულ 3 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. მარტინმა დაზიანება ლა ლიგის მესამე ტურში, “ხეტაფეს” წინააღმდეგ მიიღო.

რაღაც ძალიან დაწყევლილები ვართ, ბართოს ამბავია ასიანი. ეტყობა იმ ბოტებმა გაგვიკეთეს ჯადო
საღოლ ჩვენო მერცხალო.
ლუკ დე იონგზე შემიძლია გაგცე პასუხი როცა თავდასხმაში ამდენი პრობლემაა კარგი ვარიანტია 😃😃😃
ფული არ არის.
ამხელა დონის და კალიბრის გუნდში როგორიც არის ბარსა, რატომ უნდა მოიყვანო ბრეითუეითი და ლუკ დე იონგი? აი ამაზე ვინმემ მიპახოს.