workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გავისა და ბალდეს პერფორმანსი ბაიერნის წინააღმდეგ

გავისა და ბალდეს პერფორმანსი ბაიერნის წინააღმდეგ

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ, რონალდ კუმანმა მოედანზე “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელები – გავი და ალეხანდრო ბალდე შემოუშვა.

ჟურნალისტი ალბერ როგე ხაზს უსვამს, რომ 17 წლის გავიმ ძლიერი ხასიათი გამოავლინა და ფიზიკურად შესანიშნავად მომზადებულ, ათლეტურ გერმანელებს არ უშინდებოდა.

როგე ასევე აღნიშნავს, რომ ჟორდი ალბას ნაცვლად შემოსული ბალდე თამაშში ბრწყინვალედ ჩაერთო და ძალიან თამამად მოქმედებდა. დიდი ალბათობით, ტრავმირებულ ალბას მომავალ მატჩებშიც 17 წლის მარცხენა მცველი შეცვლის.

ნიდერლანდელმა სპეციალისტმა შანსი 18 წლის იუსუფ დემირსაც მისცა, თუმცა ავსტრიელ შემტევს თავი კარგით არაფრით გამოუჩენია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (21)

  • nika 54
    schedule 16 სექ 2021, 14:59

    ისე უმტიტიმ რა დააშავა ხო შეპირდა ლაპორტა გათამაშებთო. თუ მართლა ფორმაშია ეგ გამოგვადგებოდა ძალიან, ვირებთან ეხერხება თამაში.