ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელებმა – პედრიმ და ჟორდი ალბამ “ბაიერნის” წინააღმდეგ გუშინ გამართულ შეხვედრაში დაზიანებები მიიღეს.
კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, ორივე მოთამაშეს ტრავმა ბარძაყის არეში აქვს: პედრიმ მარცხენა ბარძაყის კუნთი დაიზიანა, ალბამ კი – მარჯვენა.
ცნობილი ჟურნალისტის, ხავი მიგელის თანახმად, გონსალესს, სულ მცირე, 2-3 კვირა გაუცდება – შესაძლოა, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ის გუნდს 2 ოქტომბერს, მადრიდის “ატლეტიკოსთან” შეხვედრაში დაუბრუნდეს; რაც შეეხება ჟორდის, სავარუდოდ, იგი “ბარსას” 3-4 კვირით დააკლდება და 5 მატჩს (“გრანადასთან”, “კადისთან”, “ლევანტესთან”, “ბენფიკასა” და “ატლეტიკოსთან”) გამოტოვებს. მარცხენა მცველი, შესაძლოა, სანაკრებო პაუზის შემდეგ, 17 ოქტომბერს, “ვალენსიასთან” მატჩისთვის გამოჯანმრთელდეს.
გერმანელებთან პედრიმ მოედანზე მთელი მატჩი გაატარა, ალბა კი 74-ე წუთზე ალეხანდრო ბალდემ შეცვალა, რომელსაც კატალონიურ გრანდში დებიუტი ჰქონდა.




მოკლედ მოახერხა როგორც იქნა კუმანმა ენრიკეს გარეშეც პედრის დამტვრევა? ენრიკენ ცოდოაო და ნაკრებში არ წაიყვანა და ამ ბულდოგმა არაფერი მოუვაო
ძაან კაი ბალდე მეტ სათამაშო დროს მიიღებს და კოუტიბიოც დადგრბა ცენტრში არაა ეს პედრი ჯერ ძირითადის კაცი
ალვეში ეხაც აჯობებს მარჯვნივ ყველას ვინც გვყავს, ინიესტაც მთელ ჩვენ ნახევარდაცვას ერთად აღებულს ჯობია, სუარესი-მესი-გრიზმამი-ნეიმარი აი ამ დონის იგროკებს რო გაუშვევ და ლუკ დე იონგს, პიჟონ დემბელეს, ხეიმარ აგუეროს და მსგავსი ხალხით რო გატენი გუნდს რაღაზეა ბაზარი. გრიზის ლუკ დე იონგით ჩანაცვლება კიდე რავიცი როგორ ავღწერო, რაარი ასაღწერი საერთოდ?