დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას შინ, “ბაიერნის” წინააღმდეგ ჩაატარებს. რონალდ კუმანმა ამ შეხვედრისთვის “ლურჯ-ბროწეულისფერთა” 23-კაციანი განაცხადი დაასახელა.
განაცხადში გუნდის ახალწვეული, ლუკ დე იონგი მოხვდა, რომელსაც დღეს დებიუტი ექნება. ასევე დაბრუნდნენ ახლახან გამოჯანმრთელებული ფეხბურთელები: სერჟინიო დესტი, ჟორდი ალბა და ჟერარ პიკე, რომელთა თამაშიც საეჭვო იყო. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდელმა სპეციალისტმა სარეზერვო გუნდის სამი ფეხბურთელი: ალეხანდრო ბალდე, ნიკო გონსალესი და გავი გამოიძახა.
სრული სია ასეთია:
მეკარეები: ტერ შტეგენი, ნეტუ, პენია
მცველები: მინგესა, არაუხო, პიკე, ლანგლე, ალბა, უმტიტი, ბალდე, დესტი
ნახევარმცველები: ბუსკეტსი, ფრენკი დე იონგი, პედრი, პუჩი, გავი, ნიკო გონსალესი, რობერტო, კოუტინიო
თავდამსხმელები: მემფისი, ლუკ დე იონგი, დემირი
შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას სილქ უნივერსალი და Silksport.ge შემოგთავაზებთ.




ჩაიჯვეს
რას მოესწრო მსოფლიო სახლში ბარსას 3.4 აქვს კუში
ნახევარმცველებზე ბევრი იქნება დამოკიდებული და ასევე ფლანგებზე
არაუხო პიკე მინგესა
დესტი დე იონგი ბუსკეცი პედრი ალბა
ლ. დე იონგი დეპაი
აბა დესტი არ იქნებაო?
4 თავდამსხმელი, რომ დამტვრეულია …
Madona,
ვინ გაეღადავა რო? ყველამ დასტოინად იბაზრა,მაგრამ ეს ბავარიაა ქვა ქვაზე არ დატოვებენ სამწუხაროდ ჩვენს დაცვას
მიდით რაა ბიჭებოო მოინდომეთ😍❤,უნდა მოვიგოთ აუცილებლად, მაგათი საბლატაო და საღადაო რატო უნდა ვიყოთ😏
იმედია დესტს არ არწყევინებს დევისი.
—————————შტეგო—————————–
————მინგე———პიკე——-არაუხო———
—რობერტო——ბუსკე——ფრენკი——ალბა—–
—————————პედრი————————-
——————ლუკი———-დეპაი—————
მეორე ტაიმში კოუტინიო პედრის ნაცვლად და ეგაა. ამის მეტს ვერაფერს იზამენ. დემირი შმემირი და გავი არ ვიცი მე ბაიერნთან. შეჭამენ საწყალ ბავშვებს.
ლუკ დე იონგმა რო გოლი გაიტანოს პირველი იგრაში ბავარიის წინააღმდეგ ეს იქნება საუკუნის ღადავი 😁😁😁😁
თავდამსხმელები მდააა.