workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორ შემადგენლობას შეარჩევს რონალდ კუმანი, პრობლემების გათვალისწინებით | Sport-ის ვერსია

როგორ შემადგენლობას შეარჩევს რონალდ კუმანი, პრობლემების გათვალისწინებით | Sport-ის ვერსია

“ბარსელონა” მიუნხენის “ბაიერნთან” შეხვედრას სერიოზული პრობლემებით ხვდება – შეტევაში არსებულ პრობლემებს მარტინ ბრეითუეიტის ტრავმა დაემატა, ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა და სერჟინიო დესტი კი ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულან.

Sport კატალონიური კლუბის დანაკლისის ფონზე გუნდის სავარაუდო შემადგენლობას გვთავაზობს.

გამოცემის ვერსიით, ჟერარ პიკესა და ჟორდი ალბას დაზიანებები 100%-ით არ მოუშუშებიათ, თუმცა შეხვედრაში, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მონაწილეობას მიიღებენ. დაცვის ცენტრში “ბარსას” მეორე კაპიტანს რონალდ არაუხო შეუწყვილდება, მარჯვენა მცველის პოზიციას კი, იმ შემთხვევაში, თუ სერჟინიო დესტი გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს, ოსკარ მინგესა დაიკავებს.

ნახევარდაცვაში, ტრადიციულად, ფრენკი დე იონგი, სერხიო ბუსკეტსი და პედრი იმოქმედებენ, თუმცა, გამორიცხული არაა, მათ მეოთხე შუახაზელად სერჟი რობერტო შეუერთდეს და პარარელურად ცრუ გარემარბის პოზიციაზეც ითამაშოს.

მარტინ ბრეითუეიტის ტრავმა იმაზე მიუთითებს, რომ შეტევაში მემფის დეპაის ლუკ დე იონგი შეუწყვილდება. ამის გათვალისწინებით, რონალდ კუმანი 4-4-2 სქემით ითამაშებს: ტერ შტეგენი; დესი/მინგესა, არაუხო, პიკე, ალბა; რობერტო, ფ. დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი; მემფისი, ლ. დე იონგი.

Sport არ გამორიცხავს, რომ რონალდ კუმანმა სამი ცენტრალური მცველით (3-5-2 სქემა) ითამაშოს. ასეთ შემთხვევაში, უკანახაზში პიკესა და არაუხოს გვერდით ერიკ გარსია ან კლემან ლანგლე იმოქმედებს, სერჟი რობერტო კი სასტარტო თერთმეტეულს მიღმა დარჩება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • Fc Barca Batumi
    schedule 13 სექ 2021, 00:56

    თუ გვინდა რაღაცა მაინც გამოვიდეს ბაიერნთან 4 აუცილებელი ნაბიჯია საჭიროოო!!!
    1-კოუ აუცილებლად ძირითადშიიი!!!!
    2-დე იონგი ცენტრში-/ბუსი სკამზე/ (დე იონგი ეღირსება მის პოზიციაზე და ის საუკეთესოა, ვიდრე დღეს ბუსი, თან ბუსის მოძრაობა, ბაიერნმა კი არა, ჩემი ეზოს ბავშვებიც ადვილად ხვდება)
    3-დაცვაში: გარსია-არაუხო-უმტიტი-/პიკე სკამზე/-(პიკეზეც იგივე, რაც ბუსზე)
    4-წყობა: 3-4-1-2 (ალბა-დესტი ფლანგებზე მისწრებაა სწრაფებია და დესტი გარემარბად ბევრად წაადგება შეტევას, როგორც ალბა მე-2 მხრიდან)
    ————————————-
    ———დეპაი- ლუკი————
    ——— -კოუტინიო————–
    ალბა-პედრი-დე იონგი-დესტი
    —უმტიტი-არაუხო-გარსია—–
    ————-შტეგენი
    სხვა შანსი არაა!!!

  • Fc Barca Batumi
    schedule 12 სექ 2021, 23:37

    ამ თამაშისთვის მე ბუსის და პიკეს არ დავაყენებდი ძირითადში! 8:2 კარგად გვახსოვს!
    ცენტრში დე იონგი დააყენეთ რა იქნებაა!!!
    4-4-2 და არც 4-3-3 არ გამოგვადგება!
    ამ ეტაპზე ყველაზე იდეალური ძირითადი ასე მიმაჩნია, მე ვინ მკითხავს, მარა 3-4-1-2 აჯობებს:
    ————
    დეპაი—ლუკი
    კოუტინიო
    ალბა—პედრი-დე იონგი—რობერტო
    უმტიტი—-არაუხო—-დესტი
    შტეგო

  • nikusha
    schedule 12 სექ 2021, 21:45

    ტერ შტეგენი
    არაუხო-პიკე-გარსია
    დესტი/მინგესა-დე იონგი-ბუსკეტსი-პედრი-ალბა
    კოუტინიო
    დეპაი

  • azulgerana
    schedule 12 სექ 2021, 19:34

    ციტატა: nikolozi96

    ციტატა: frenkie dejong21
    ატლეს 10 წუთი რო დაუმატეს 😃
    ჩვენ რო ვყოფილიყავით მაქსიმუმ 5 თუ დაამატებდნენ

    ტებასი ბარსაზე და რეალზე გაბრაზებულია და ახლა ატლეს ყველანაირად შეუწყობენ ხელს


    5 წუთი ძაან დიდია მაქსიმუმ 2/3 წუთი


    რატო დაუმატეს 10 წუთი

  • nika 54
    schedule 12 სექ 2021, 19:15

    წინ ნიდერლანდური დუეტი ააწიოკებს ნოიერს, დაცვა კი კედელივით იდგება.
    (ეს სიზმარში ვნახე.)

  • Iniesta_8
    schedule 12 სექ 2021, 18:14

    რა საცოდავი შემადგენლობაა. თან მწვრთნელად კუმანი გვყავს. ლოგიკურად უნდა გადაურაოს ბაიერნმა.

  • nikolozi96
    schedule 12 სექ 2021, 18:12

    ციტატა: frenkie dejong21
    ატლეს 10 წუთი რო დაუმატეს 😃
    ჩვენ რო ვყოფილიყავით მაქსიმუმ 5 თუ დაამატებდნენ

    ტებასი ბარსაზე და რეალზე გაბრაზებულია და ახლა ატლეს ყველანაირად შეუწყობენ ხელს


    5 წუთი ძაან დიდია მაქსიმუმ 2/3 წუთი

  • frenkie dejong21
    schedule 12 სექ 2021, 18:00

    ატლეს 10 წუთი რო დაუმატეს 😃
    ჩვენ რო ვყოფილიყავით მაქსიმუმ 5 თუ დაამატებდნენ

    ტებასი ბარსაზე და რეალზე გაბრაზებულია და ახლა ატლეს ყველანაირად შეუწყობენ ხელს

  • gio.mm
    schedule 12 სექ 2021, 17:49

    რა შემადგენლობა ხალხნო? საერთოდ გარტყმაში არ არის როგორ უნდა ათამაშოს გუნდი ბაიერთნთან. მეცინება პირდაპირ ეხლა ვწერ ამ სტატიას და ბაიერნთან სულ მცირე 3 ბურთიანი სხვაობით წაგების შემდეგაც დავწერ, რომ კუმანი არ არის მწვრთნელი და არის გავარდნა ძალიან მაინტერესებს 5 ნახევარმცველმა რაუნდა ქნას ერთად იდიოტია ბირდაპირ არადა სრულიად თავისუფლად შეძლიაა პედრიმ, დეიონგიმ და ბუსკეცმა ბურთი არ დაუთმოს ბაიერნის ნახევარდაცვას მაგრამ ვინაა პატრონი? ეს მეტისის ბულდოგი მანახა აქედან გაგდებული და მეტი არაფერი არ მინდა იმედია ბოლო იქნება ბაიერნთან თამაში.

  • G0AT
    schedule 12 სექ 2021, 17:48

    წინაზე დაყენებული 4-4-2 კარგად გვახსოვს როგორც დასრულდა