workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას სავარაუდო შემადგენლობა ბაიერნის წინააღმდეგ | Betevé-ს ვერსია

ბარსელონას სავარაუდო შემადგენლობა ბაიერნის წინააღმდეგ | Betevé-ს ვერსია

“ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონს 14 სექტემბერს, “ბაიერნთან” შინ გასამართი მატჩით დაიწყებს.

Betevé ზემოხსენებული მატჩისთვის “ლურჯ-ბროწეულისფერთა” სავარაუდო შემადგენლობას გვთავაზობს (4-3-3):

ტერ შტეგენი; დესტი, პიკე, არაუხო, ალბა; ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი; მემფისი, კოუტინიო, ბრეითუეიტი.

კატალონიური გამოცემის აზრით, თუ ის ფეხბურთელები, რომელთა თამაშიც საეჭვოა, გამოჯანმრთელებას მოასწრებენ, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ. ასეთი მოთამაშეები სერჟინიო დესტი, ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა და ფილიპე კოუტინიო არიან. დესტმა და ალბამ დაზიანებები სანაკრებო მატჩებისას მიიღეს, პიკე ლა ლიგის მეორე ტურში დაშავდა, კოუტინიოს კი დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია და ტრავმა მხოლოდ ახლა მოიშუშა, შესაბამისად, მათი “რეკორდმაისტერის” წინააღმდეგ ასპარეზობა 100%-ით გადაწყვეტილი არაა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 11 სექ 2021, 16:12

    მოკლედ სასტავი დადეს და აქედან ნახევარმა შეიძლება ვერ ითამაშოს? მაგარი სავარაუდო შემადგენლობაა.

  • azulgerana
    schedule 11 სექ 2021, 15:08

    ალბას ტრამვა აქვსო?

  • La Pulga10
    schedule 10 სექ 2021, 23:43

    ალბა და ბრაიტა დამტვრეულები არიანო.დესტიც ამ მოასწრებს გამოჯანმრთელებას ან ვერაო და რავიცი

  • C.PC5
    schedule 10 სექ 2021, 23:36

    რატო ფიქრობენ რო მაინცდამაინც 4-3-3 ტაქტიკას მიაწვება კუმანი არ ვიცი, ლაპორტას მოთხოვნა და გუნდის ფიასკოსგან გადარჩენა სხვადასხვა რამაა, ამიტომ კუმანი ჩემი მოკრძალებული აზრით 5-3-2 ტაქტიკას აირჩევს, ესაა ამ მდგომარეობაში ყველაზე ლოგიკური ტაქტიკა თავისი შემადგენლობითურთ. შტეგო-დესტი-არაუხო-გარსია-ლენგლე-ალბა, აქ შეიძლება გარსია შეიცვალოს პიკეთი თუ გამოჯანმრთელდა. ნახ. დაცვა ტრადიციულად ბუსი-პედრი-დეიონგი. შეტევა დეპაი-ბრა….ტი😆 კოუტინიოს ბუნებრივია ვერ აჯახებს პირდაპირ ბაიერნს, საუკუნეა არ უთამაშია🙄 ლუკ დეიონგი კიდე დეპაის გარდა არავის იცნობს და ეგეც გამორიცხულია. მემგონი ასე იქნება.

  • Vito Kharshiladze
    schedule 10 სექ 2021, 22:56

    3-5-2 იქნება ასე მგონია და ამ.ბაიერნთან ყველაზე გამართლენული ეგაა
    შტეგენი
    არაუხო – პიკე – ლანგლე
    დესტი – დეიონგი – ბუსი – პედრი – ალბა
    მემფისი
    ლუკ დეიონგი/ბრეითა

  • Joakim Brodén
    schedule 10 სექ 2021, 22:50

    თითქოს რამე მნიშვნელობა ქონდეს რა შემადგენლობით ვიქნებით

  • Albicelecte
    schedule 10 სექ 2021, 22:37

    ალბათ 5-4-1 ათაამაშებს და 3-5-2 გამოაცხადებს კუმანი

  • gecheche
    schedule 10 სექ 2021, 22:33

    სავარაუდოდ 4-4-2 იქნება მაინც თუ ეს ფეხბურთელები ითამაშებენ კოუტინიო უფრო უკნიდან ითამაშებს