workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრიმ გაჭირვებულთათვის საკვების დარიგებაში მონაწილეობა მიიღო

პედრიმ გაჭირვებულთათვის საკვების დარიგებაში მონაწილეობა მიიღო

პედრი გონსალესი საქველმოქმედო საქმიანობაში ჩაერთო: “ბარსელონას” ნახევარმცველმა მოხალისის რანგში კანარის კუნძულებიდან იმპორტირებული 80 000 კგ ბანანის განაწილებაში მონაწილეობა მიიღო. 

საკვები ბარსელონას იმ მაცხოვრებლებს დაურიგდებათ, რომლებსაც მისი შეძენის საშუალება არ აქვთ. 

ვიდეომასალა El Golazo-მ ახლახანს გაავრცელა. 

“ბარსას” შტაბთან შეთანხმებით ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პედრი მიმდინარე სანაკრებო პაუზაზე თავისი ეროვნული გუნდის შეხვედრების განაცხადში არ იყო. მან გადატვირთული ზაფხულის შემდეგ ძალების აღსადგენად კლუბისგან დამატებითი შვებულების აღების საშუალება მიიღო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 11 სექ 2021, 17:11

    არ დაასვენოთ ეს ბავშვი. შვებულება იმისთვის კი არ აიღო რო ბანანი ეტვირთა, უნდოდა გუნდს რო დასვენებული დაბრუნებოდა და ესენი იქაც მონასავით ამუშავებენ.

  • azulgerana
    schedule 11 სექ 2021, 15:06

    უკეთილშობილესი ბიჭი

  • me da barca
    schedule 10 სექ 2021, 20:31

    ეს ბოვშვი ყველაფერს ასწრებს