ანსუ ფატის “ბარსელონასთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და 18 წლის ფეხბურთელის ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერ არ არსებობს.
ფატის მოქმედ კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომელიც “ბარსას” ხელშეკრულების 2 წლით გახანგრძლივების უფლებას აძლევს, მაგრამ ანსუს აგენტის, ჟორჟე მენდეშის აზრით, ეს პუნქტი ბათილია, რადგან ამ კონტრაქტის გაფორმების დროს ფეხბურთელი არასრულწლოვანი იყო. აზრთა სხვადასხვაობის წარმოშობის მიზეზი ისაა, რომ ამ საკითხს ესპანური კანონმდებლობა და FIFA სხვადასხვაგვარად აწესრიგებენ.
ნებისმიერ შემთხვევაში “ბარსელონას” სურს, რომ ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს. “ბლაუგრანას” რომ ანსუსთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს, ეს ბოლო დღეებში 2-ჯერ დადასტურდა – ლაპორტამ განაცხადა, რომ გუნდი ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს, მთავარი ამბავი კი ისაა, რომ ფატის 10 ნომრიანი მაისური მისცეს.
კატალონიური Sport-ის ცნობით ჟორჟე მენდეშმა ანსუ ფატი “მანჩესტერ სიტის” შესთავაზა. ეს ნიშნავს, რომ “ბარსელონასა” და ფატის მოლაპარაკებები იოლი არ იქნება. აგენტი “სიტის” ვარიანტს “ბარსასათან” სავაჭროდ გამოიყენებს. ფატის “ბარსელონასადმი” დამოკიდებულება ყველამ კარგად ვიცით და მისი წასვლის შანსი ძალიან მცირეა, მაგრამ სამყაროში, სადაც მესი “ბარსელონას” ტოვებს, ყველაფერი შესაძლებელია.




არ მინდოდა მეთქვა და მე მგონი ახალი სერიალი იწყება მორიბა-2(მთავარ როლში ფატი და მენდეში)
მაგარი დაადეს ბარსას ამ ლაწირაკებმა, ძალიან მეეჭვება რო ეს ვიღაც მენდეში ფატის დაუკითხავად აპირებს მისით ვაჭრობას. ანუ ფატი საქმის კურსშია და თავის მხრივ ნეიმარ-2-ში იღებს მონაწილეობას. დამიჯერეთ აღარაა ბარსა ახალგაზრდების საოცნებო გუნდი, ახლა ყველა ფულზე ფიქრობს და ეტყობა ეს ბავშვიც აიყოლიეს. თუმცა რას უნდა ველოდოთ გუნდისგან რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ჯერ არ უშვებს გუნდიდან, რო ფული იშოვოს და მომავალ სეზონში კი საერთოდ უფასოდ აგდებს?
დააყენოს ამ მენდეშმა უკანალი რა სიტი ბარსას მომავალი ლეგენდა უნდა გახდეს ფატი რა სიტი რის სიტი
ავტორი წერს, რომ "სამყაროში, სადაც მესი "ბარსელონას" ტოვებს, ყველაფერი შესაძლებელიაო"
ჯერესერთი მესის ბართოს დროს ჰქონდა გადაწყვეტილი წასვლა, ეს ლაპომაც იცოდა ეს ერთი პროექტია!
და ფატის რაც შეეხება ის ხელშეუხებელია! ის მომავალი ბარსას პროექტია!
ძააან სასაცილოა პრესა!
ფატით მაყუთს ღუნავენ!
დაიწყეს აგენტებმა დამპლური თამაშები.
ეს თუ მართალია და ის ბიჭიც თავის აგენტს აძლევს ამის უფლებას და საშუალებას მაშინ აქედანვე მოედანზე გაუსვლელად უნდა გახადეთ ეგ მაისური ამ პატარა ბავშვებს რავერ აკმაყოფილებთ და აქედავნე უმალ დიდ ფულზე ამბიცია რატო უჩნდებათ.ის აგენტი ხო ცალკე უნამოსუ გუნდმა ამდენი რამე გაუკეთე და ეხლა ისე სთავაზობს სხვას გეგონება ამ ფორმით უდიდეს მადლობას გვიხდიდეს მისი კლიენტის მოვლისთვის
ფეხბურთელთან შეუთანხმებლად აგენტი მარტო ვერაფერს გადაწყვეტს და იმოქმედებს. პოტენციალი არაფერს ნიშნავს. ფატიზე უკეთესი პოტენციალი ბოიანს ჰქონდა და კი ხედავთ სადაც არის ახლა.
თავში აუვარდა ლაწირაკს. თუ მაინდამაინც ვინმესთვის უნდა მიეცათ 10 -იანი, ყველაზე მეტად პედრი იმსახურებდა. უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია.
ფატის ჯერ არაფერი დაუმტკიცებია, მითუმეთეს კაცმა არიცის როგორი დაბრუნდება და რამდენად მიდრეკილი იქნება ტრავმებისკენ.
სლისშვილი ლაპორტა ვითომ პალაჟენისტი არადა ჩმორი პერესის თუ სხვების, წაიტიპებს როგორც კი წინააღმდეგობას წააწყდება, მორიბას საკითხის მსგავსად და გაპრინციპულდება. დაკარგავს უფასოდ ფატის და მოიყვანს ბაბელს შემცვლელად. და წერეთ მერე სწორად მუშაობსო
ეს აგენტები რა ტვინს ტ@ნავენ
რონალდუს აგენტი რაიქნება კარგი უხ მაგათი არავის უნდა ბარსას სიძლიერე რაა, ყველაფერს ფული წონის და არა სიყვარული ვინ ეკითხება აგენტს მამას ბიძას და მაზლისშვილს ფეხბურთელმა თავად უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი არამგონია ანსუ მორიბასნაირი გამოდგეს 😀
თუ მორიბასავით ფულზე დაიწყო ვაჭრობა პანღური ამასაც