workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერჟი რობერტო კამპ ნოუს ოფისში იმყოფებოდა

სერჟი რობერტო კამპ ნოუს ოფისში იმყოფებოდა

“ბარსელონას” მესამე კაპიტანი, სერჟი რობერტო გუშინ, კონტრაქტის გახანგრძლივებისა და ხელფასის შემცირების თაობაზე მოსალაპარაკებლად “კამპ ნოუს” ოფისებში იმყოფებოდა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 29 წლის უნივერსალთან შეთანხმებისკენ დიდი ნაბიჯი გადაიდგა. წყაროს თანახმად, სერჟი, სხვა კაპიტნების მსგავსად, “ბარსას” დაეხმარება და ანაზღაურებას აუცილებლად დაიკლებს. 

აღსანიშნავია, რომ ჟოან ლაპორტამ Onze-სთან ინტერვიუში გუნდის კაპიტნებს, მათ შორის, რობერტოს, ხელფასის შემცირების გამო მადლობა გადაუხადა, რითაც პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ამ უკანასკნელთან შეთანხმება მიღწეულია.

ესპანელს “ბლაუგრანასთან” არსებული კონტრაქტი 2022 წელს ეწურება. კლუბს მისთვის ხელშეკრულების 2 წლით გახანგრძლივება სურს.

მანამდე ანაზღაურება ჟერარ პიკემ, ჟორდი ალბამა და სერხიო ბუსკეტსმა შეიმცირეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 08 სექ 2021, 23:27

    ციტატა: nika 54
    ისე სათამაშო ამპლუა ლამაზად შეურჩიეს: "უნივერსალი"


    laughing როგორც ფერადი სარეცხი ფხვნილი – მთლად კარგად ვერ რეცხავს, მაგრამ "ზატო" უნივერსალია, რეცხე რა ფერიც გინდა, "შავების" ფხვნილი კი მხოლოდ შავს რეცხავს და "თეთრების" თეთრს, თანაც კარგად!
    რობერტოც ასეა, ყველა "დირკას" ავსებს, მაგრამ "არცერთზე ღმერთს არ უქნია"!!!
    bowtie bowtie bowtie laughing laughing laughing
    — აი ვინც ეს კაპიტნად გაამწესა რაა..

  • nika 54
    schedule 08 სექ 2021, 21:41

    ისე სათამაშო ამპლუა ლამაზად შეურჩიეს: "უნივერსალი"

  • MARI=BARCA-fan
    schedule 08 სექ 2021, 19:30

    ციტატა: azulgerana
    მიხარია ამის კარიერული წინ სვლა


    joy joy joy აბა რაა, ამ სეზონში უფრო "დაგლიჯავს", ბარსას მომავალია!!!
    laughing bowtie laughing

  • azulgerana
    schedule 08 სექ 2021, 18:59

    მიხარია ამის კარიერული წინ სვლა