მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანა “ბარსელონაში” ლიონელ მესის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
“ბარსადან” წავიდა დიდი ფეხბურთელი, რომელიც კლუბის ღირსებას წლების განმავლობაში იცავდა. მას მოედანსა თუ მის მიღმა უდიდესი გავლენა ჰქონდა. ლეოს წასვლით რამდენიმე ფეხბურთელი უფრო თავისუფალი გახდება და იმ პოზიციას შეავსებს, რომელსაც არგენტინელი იკავებდა.
მესი მსოფლიო დონის მოთამაშეა, რომელმაც იცის, მატჩის ბედი მარტომ როგორ გადაწყვიტოს. ნებისმიერი გუნდი მასთან ერთად უკეთესი იქნება, ვიდრე მის გარეშე.
ნაგელსმანის გაწვრთნილი “ბაიერნი” 14 სექტემბერს “ბლაუგრანას” ესტუმრება.




სერიოზულად??? მერე გაუშვი ლევანდოვსკი
ნიუიერიც ხო არ გაუშვას
ნაგელსმანი: მესის წასვლა სხვა ფეხბურთელებს თავისუფლებას მისცემს
სერიოზულად??? მერე გაუშვი ლევანდოვსკი
ეს კუმანს გადააპობს ტაქტიკურად.მახსოვს ამას მელოტას წაყვანა,რომ უნდოდა ბაიერნში.
მართლა რომ ნაგესლამია
ხო აი მაგიტო ათამაშდა გრიზმანი
ბაიერნს როგორ უნდა მოუგონ ვერ წარმომიდგენია. იმაზე უარესი გუნდი გვყავს ვიდრე 8-2 დროს. მაგხელა ანგარიში არა მარა დარწმუნებული ვარ თუ მოიგებს ბაიერნი მინიმუმ 1-4 ან რამე ეგეთს. ფსიქოლოგიურად ძაან სუსტია ბარსა, ალბათ კიდევ ეშინიათ ბაიერნის.