ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბარსელონას” თავდამსხმელი, რეი მანაი “სპეციაში” გადასვლასთან ახლოსაა.
სატრანსფერო ექსპერტის ცნობით, კატალონიური კლუბი იტალიურ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და მოსალოდნელია, რომ შეთანხმება მომდევნო საათების განმავლობაში შედგება.
Mundo Deportivo იტყობინება, რომ “ბლაუგრანა” ალბანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 3 მილიონ ევროს ითხოვს.
ფაბრიციო რომანო დასძენს, რომ კატალონიური კლუბი ახალ ცენტრალურ თავდამსხმელს ეძებს. ცნობისთვის, სატრანსფერო ფანჯარა დღეს იხურება.




მაგარი სოეცია იყო და იმიტომ
ეს რატო გაყიდეს ბევრი ბურთი გაიტანა? ზედმეტი ხო არ მოუვიდა.