“ტოტენჰემი” “ბარსელონას” მარჯვენა მცველის, ემერსონის შეძენით დაინტერესდა და პირველი შეთავაზებაც გააკეთა, რომელიც კატალონიურმა კლუბმა დაბლოკა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბლაუგრანას” დატოვება არც თავად ბრაზილიელის გეგმებში შედის. მისი ოცნება ყოველთვის ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმაში წარმატების მიღწევა იყო და ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს.
MD წერს, რომ “დეზები” მეორე, გაუმჯობესებულ შემოთავაზებას ამზადებენ, რომელმაც, შესაძლოა, 40 მილიონ ევროს მიაღწიოს. წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებს ემერსონის გაშვება არ სურთ, ხელსაყრელი ეკონომიკური წინადადების მიღების შემთხვევაში, ამას განიხილავენ.
გუშინ, “ხეტაფეს” წინააღმდეგ 22 წლის ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და 63 წუთი ითამაშა.



22 წლისა და ახალი მოსულია გუშინ ითამაშა და შეცდომების გამო დასამარეს ტიპი…😂😂 არაუხოს პირველი თამაშები გაიხსენეთ.დესტს ჯობია ჩემი აზრით
როდის მე ამაზე ვიძახოდი შლანგია ჩვეულებრივითქო დესტი მილიონჯერ მირჩევნია
თუ მართლა იხდიან ემერსონში 40 მილიონ ევროს ჯობია გაყიდონ და მერე იქნებ ეს პიანიჩი და უმაქნისი გრიზმანი იუვენტუს გაუცვალონ დიბალაში კაი ბიჭია ეს დიბალა მესის ფლანგზე თამაშობს
40 მილიონი? მერე რას უყურებენ, ამას დესტი მთელი თავით ჯობია. გუშინ მაგის თამაში ბარსას ფეხბურთელის საკადრისი იყო? კუმანმაც კი შეატყო რო შარში ვიყავით და დროზე მოაცილა მინდორს.
როგორც გავიგე ყოფილა. მესის ჩრდილიდან გამოუყვია თავი და მერე ბრეითვეიტის ჩრდილში მოხვდა.
ბეტისის აღარაფერი აღარაა 9 მილიონად გამოისყიდა ბარსელონამ, 2-3 თამაშით არა მეგობარო ბეტისშიც დიდი ვერაფერი ვერ იყო და 2 მეტრიანი ფლანგის მცველი არასტაბილურია ყოველტვის სადმე გინახავს ან რმელ გრანდს ყავს ფლანგზე 2 მეტრიანი მცველი ფლანგზე, ერტი ჰაკიმი ვიცი და ისიც ცარიელი სირბილია მეტი ვერაფერი ჰაკიმს რამე რომშეძლებოდა ახლა რეალში იქნებოდა და არ გაუშვებდნენ ხან დორტმუნდში და ხან ინტერში, ახლა სადაცაა კი იცი :დ
რას მელაპარაკები ბრატ :დდდ ემერსონი არის 1.83 სიმაღლეში. ალფონსო დევისს იგივე სიმაღლე აქვს , ტრენტი 1.80-ია და აბიდალი ვაბშე 1.86 არის :დ მშვენიერი სიმაღლე აქვს მე თუ მკითხავ და ეგ აფსურდი ყველამ რატო აიტაცეთ რო რახან მაღალია(1.83 არაფერიც არაა მაღალი) ვინგბექად არ ივარგებს რა პონტა ვერ ვხვდები :დდ მე თუ მკითხავ წელს უნდა დატოვო და მომავალშიც უნდა მისცე შანსი ჩავისთან , შანსს იმსახურებს ნამდვილად.
გრიზი იყო გუშინ? მოედანზე კი დარბოდა მარა, იყო…
რა არ უნდა ხო არ უბერავს
ამ ემერსონს მინგესა თ არ ჯობდეს რაა
დესტი და მინგესა ამ ეტაპზე მშვენიერია
გაუშვან და გრიზმანიც მიაყოლონ უკან , მესი ხო აღარაა არავინ აღარ უშლის ხელს რას შვება ეხლა აბა? მე ამის .. მოაშორონ მალე არაფრის მაქნისი ეგ არაა ამხელა ხელფასს რაში უხდიან და კიდე დემბელეც მიაყოლონ უკან
მოვიგეთ, მაგრამ ვაი ამ მოგებას! თამაშის ხარისხი საშინელება იყო!
სად დაიკარგა ეს ყველაფერი?!
სად დაიკარგა პასების სიზუსტე??!!
კლუბში ბევრი რამაა შესაცვლელი:
1 კუმანი
დესტი რო ჯობია ეგ გუᲨინ ვნახეᲗ უკვე
ამაᲨი Თუ ვინმე მარᲗლა იხდის 40 მილიონს არც დაფიქრდნენ
22 წლის ფეხბურთელს 2-3 თამაშით არ უნდა გამოუტანო დასკვნები 🙂 თან მაგ 40 მილიონიდან ნახევარი მგონი ბეტისის იქნება
40 ლიმონიო?! არიქა ბიჯო, დროზე შეფუთეთ
გუშინ დესტი 10-ჯერ სჯობდა ამას, თან ამ ფლანგზე თამაში რობერტოს და მინგესასაც შეუძლიათ
ამას დესტი რომ ჯობია გუშინდელ თამაშიც გამოჩნდა. 40 მილიონამდე თუ ვინმე გადაიხდის ამაში ლაპორტამ არც უნდა დაფიქრდეს ისე უნდა გაუშვას რადგან სხვა დროს ამხელა თანხას აღარავინ გადაიხდის ამაში
40 თუ გადაიხადეს გაუშვან.თუ რამეა მაგ პოზიციაზე მინგესაც კაია.
ეს დაცვაში ლენგლე-2 ია! და შეტევაში ამის ალვეშობა არ გაიშვას!!! 40 მლნ კი არა 30 რო მოგვცემდეს ვინმე წარმსტებული ტრანსფერი იქნება!!!!
ეს არ ვიცი, მაგრამ ცალკე იქ მესი გააბანძეს მპაბეს ჩრდილშია ნეიმარივით, ცალკე აქეთ ბარსელონა გააბანძეს მესის წასვლით.
რავი მე ჯერ ვერაფერი შევატყვე ამას კარგი მცველობის😏