“ბარსელონამ” სერხიო ბუსკეტსთან ხელფასის შემცირების საკითხზე შეთანხმებას მიაღწია. კაპიტანი ანაზღაურებას 25%-ით დაიკლებს.
Cadena Ser-ის ინფორმაციით, 33 წლის საყრდენი ნახევარმცველი, შემცირების გარდა, ხელფასის 60%-ის გადავადებასა და კონტრაქტით დარჩენილ წლებზე გადანაწილებასაც დათანხმდა.
სავარაუდოდ, “ბარსელონა” შეთანხმებას ჟორდი ალბასა და სერჟი რობერტოსთანაც მალე მიაღწევს. გავრცელებული ცნობებით, ამ უკანასკნელთან მოლაპარაკებები შედარებით გაჭიანურდა.




პიკე აგერ ამ სეზონში ამოიღებს ხელფასს პსჟ-ს (მესის) თამაშების თავისი ტელევიზიით ჩვენების უფლების შესყიდვით :::დდდდდ
ეს გასაშვებია კლუბიდან მომავალ ზაფხულში
პიკე გუნდს ფლობს, არხებს ფლობს,ცოლი Შაკირა ყავს
აბა რაა, ცოდო ხარ ბუსკე, მშიერი არ დაგრჩეს ცოლ-შვილი..
გადავადებას რა აზრი აქვს, მაინც გადასახდელი ექნებათ. 25% შემცირება კიდე არაფერია როცა 33 წლის ხარ თან გუნდის კაპიტანი და კლუბი ასეთ დღეშია.
რა ვქნათ? კიდევ ერთხელ(მეოცედ) გადავუხადოთ მადლობა? ისევე როგორც რობერტოს და ალბას?
იმცირებენ, იმცირებენ, უკვე სამი თვეა და კიდევ ვერ შეიმცირეს? ანუ ორი დღის წინ რო დაწერეთ კაპიტნები დათანხმდნენ ხელფასის შემცირებასო ის რა იყო? თუ თქვენც მოგატყუეს?