“ბარსელონას” დაცვაში ისევ პრობლემები აქვს. “ატლეტიკთან” მატჩში გუნდს ერიკ გარსია და ჟერარ პიკე გამოაკლდნენ, რის გამოც, მომდევნო შეხვედრაში “ბარსას” განსხვავებული უკანახაზი ეყოლება.
Diario AS-ის ინფორმაციით, “ხეტაფეს” წინააღმდეგ “ბლაუგრანას” ცენტრალური მცველები რონალდ არაუხო და კლემან ლანგლე იქნებიან.
წყაროზე დაყრდნობით, დაბრუნებასთან ახლოსაა ოსკარ მინგესაც, რომელმაც ტრავმა ოლიმპიადაზე მიიღო. ის, შესაძლოა, განაცხადში მოხვდეს. რაც შეეხება კიდევ ერთ ცენტრალურ მცველს, სამუელ უმტიტის, ის რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის და მისი თამაში გამორიცხულია.
გავრცელებული ინფორმაციით, პიკეს ორი კვირა გაუცდება, მანამდე კი “ბარსა” დაცვის ზემოხსენებული წყვილით ითამაშებს.




კარგია რო მხოლოდ ორი კვირა გაუცდება. ესე იგი ლენგლეს მარტო ერთი თამაში მოუწევს და იქნებ ვერ მოასწროს ბევრის გაფუჭება.
ლანგლე მაგარია. გამოცდილი კაცი
სჯობს, რომ დასაწყისშივე წაულენგლევოს, რომ ერთი 30-35 წუთზე მინგესა შეუშვას მაგის მაგიერ
ახალ ტრამვამორჩენილზე მაინც სახიფათოა, ასეთ დროს სასტარტოდან არ დააწყებინებს გამოცდილი მწვრთნელი
ნუ კუმანისგან ყველაფერია მოსალოდნელი
და კიდევ, ალბათ ბარსა ც-ში მოძებნის ვინმეს, რომ პუჩი არ ათამაშოს
მეცოდება არაუხო. ძალიან ცუდია შენიანის აყვანაც რო გიწევს 😃
ანუ 10 კაცით 12 წინააღმდეგ

აი ისე მიდის ყველაფერი რო მაინც მოუწევს თამაში ამ გამოსგრებჰლს. მეზიზღება უკვე ეს *ირი
ეჰ მოუწევს არაუხოს ორი კაცის საქმის კეთება და პლუს ლენგლეს შეცდომების გამოსწორება.