workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ არაუხო ხეტაფეს წინააღმდეგ სასტარტოში იქნება

რონალდ არაუხო ხეტაფეს წინააღმდეგ სასტარტოში იქნება

“ბილბაოსთან” ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, “ბარსელონა” ლა ლიგის მე-3 ტურში, “კამპ ნოუზე” “ხეტაფეს” უმასპინძლებს.

Mundo Deportivo-ს ვარაუდით, გუშინდელ მატჩში ჟერარ პიკეს ტრავმისა და ერიკ გარსიას გაძევების შედეგად, 100%-ით შეიძლება იმის თქმა, რომ მადრიდული კლუბის წინააღმდეგ რონალდ არაუხო თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.

ურუგვაელმა მცველმა, რომელიც წინა ორ ტურში სასტარტო თერთმეტეულში ვერ მოხვდა, “ატლეტიკთან” შეხვედრაში მოედანზე გამოსვლის შემდეგ დაცვის ხაზი გააძლიერა, და მაკრატელა დარტყმით ბრწყინვალე გოლიც გაიტანა, მაგრამ, მსაჯის ძალიან საკამათო გადაწყვეტილების გამო ეს ბურთი არ ჩაითვალა.

“ბარსასა” და”ხეტაფეს” დაპირისპირება სტარტს 19:00 საათზე აიღებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • Bobi
    schedule 22 აგვ 2021, 22:17

    დაბრუნდეს მინგესაც და კარგი იქნება. იქამდე მოუწევს ლენგლეს გაძლება

  • Feel My Style
    schedule 22 აგვ 2021, 18:31

    სხვა მცველი აღარ დაგვრჩა და აბა მე ხოარ დავდგებოდი

  • La Pulga10
    schedule 22 აგვ 2021, 17:46

    Albicelecte,
    რა ფრენკი ერთი ეგ თამაშობს და ეგეც დაცვაში თუ დაწია და ხელი ჩაიქნიონ ქულაზე.ერთადერთი,რაც თავში მომდის,რატომ დააწყებინა ერიკს და გინდა პიკეს წინაზე არის ის,რომ არაუხოს უფრთხილდება,ეშინია ალბათ ტრამვა არ მიიღოს,აბა ისე ბარსას საუკეთესო მცველია ამ მომენტისთვის და მალე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოც იქნება,ხასიათით და შემართებით პუიოლს ნაღდად ჰგავს,ისე აღნაგობით გარსია.

  • azulgerana
    schedule 22 აგვ 2021, 15:54

    ციტატა: გიორგი ჩანგელია

    ციტატა: nika 54
    დიდი გამოთვლა ამას უნდა რა. ეგ კი არა მეწყვილე ვინ იქნება ის უფროა საინტერესო ლანგლე თუ უმტიტი.


    ლანგლე, რა თქმა უნდა.


    ან ან უმტიტი 😁🤣

  • Albicelecte
    schedule 22 აგვ 2021, 15:23

    ციტატა: M10 S9 D11
    მინგესა თუ ხოდზეა არაუხო მინგესას დუეტი უნდა დააყენონ


    მინგესა თუ ხოდზეა კი, მაგრამ ტრამვა აქვს მგონი
    24 აგვისტო უწერია დაბრუნების თარიღად ტრანსფერმარკტზე
    შეიძლება იყოს მწყობრში, თუ არა და ფრენკი უნდა დასწიოს უკან
    ლენგლე არ შეიძლება, რაც არ უნდა ხეტაფე იყოს, 10 კაცით 12-ზე არ იქნება იოლი barca-6

  • M10 S9 D11
    schedule 22 აგვ 2021, 15:13

    მინგესა თუ ხოდზეა არაუხო მინგესას დუეტი უნდა დააყენონ

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 22 აგვ 2021, 14:40

    ციტატა: nika 54
    დიდი გამოთვლა ამას უნდა რა. ეგ კი არა მეწყვილე ვინ იქნება ის უფროა საინტერესო ლანგლე თუ უმტიტი.


    ლანგლე, რა თქმა უნდა.

  • nika 54
    schedule 22 აგვ 2021, 14:37

    დიდი გამოთვლა ამას უნდა რა. ეგ კი არა მეწყვილე ვინ იქნება ის უფროა საინტერესო ლანგლე თუ უმტიტი.