workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იუსუფ დემირის მიღწევა ლა ლიგაში

იუსუფ დემირის მიღწევა ლა ლიგაში

ცოტა ხნის წინ დასრულდა ლა ლიგის მე-2 ტურის შეხვედრა, რომელშიც “ბარსელონამ”, “ბილბაოსთან” ფრედ, 1-1 ითამაშა.

OptaFranz-ის ინფორმაციით, 18 წლისა და 80 დღის ასაკში, “ბარსას” ახალწვეული, იუსუფ დემირი – ლიონელ მესის შემდეგ – ყველაზე ახალგაზრდა არაესპანელი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ლა ლიგაში დებიუტი ჰქონდა.

2004 წელს, როდესაც ლეგენდარულმა არგენტინელმა პრიმერა დივიზიონში პირველად ითამაშა, იგი მხოლოდ 17 წლისა და 114 დღის იყო.

რაც შეეხება ზემოაღნიშნულ მატჩს, “ბლაუგრანამ” ქულა მემფის დეპაის ულამაზესი გოლით გადაარჩინა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 22 აგვ 2021, 12:37

    ხო ეს ნამდვილად ძალიან დროული და საჭირო ინფორმაცია იყო! ოღონდ ეს "მიღწევა" რაში გამოიხატა? შემოსვლისთანავე რო ორჯერ ზედიზედ აჩუქა ბურთი ბილბაოს?

  • buskeci1
    schedule 22 აგვ 2021, 11:53

    Bobi,
    ზუსტად ეგ ჭირდება ფეგბურთელს რომ რამეს მიაღწიოს. აი პედრი როგორი ნიჭიერია და როცა თავისთავზე იღებს თამაშს კარგად გამოსდის მაგრამ ძირითადად ან უკან აკეთებს პასს ან ფლანგზე და რითი დაგვამახსოვრა თავი ამ ბოლო თამაშში ან ბოლო პერიოდში? ვერარით!! თუნდაც არტურ მელო რა მიღება ქონდა და რა კონტროლი ბურთის ერთხელ დაარტყა შრიდან კარისკენ და სასწაული გოლიც გაიტანა მაგრად მომწონდა მაგრამ პასების 90 პროცენტს უკან აკეთებდა. მოკლედ თუ ჯილკით არ ითამაშეს და თავის თავზე არ აიღეს ეგრე უკან პასებით არაფერი გამოვა. რაც შეეხება დემირს ბოლო ათ წუთში გაუხურებელზე ლალიგაში რო გაქ სადებიუტო მაჩი ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს რომ განსაკუთრებულს და გასაოცარს ვერიზამდა ეგრევე. მე პირადად დზაან მომწონს ტექნარაა და კაი ხედვაც აქ და ჩემი აზით ნახევარ დაცვიდან უფრო პროდუქტიულია.

  • azulgerana
    schedule 22 აგვ 2021, 02:43

    რეკორდ მაისტერია

  • Bobi
    schedule 22 აგვ 2021, 02:32

    ტატოსი არ იყოს ცოტა ზედმეტად თამამი ბიჭოს იმიჯს იქმნის და არ მომეწონა ეგ 😃 ისე აქვს პერსპექტივა 💞