“ბარსელონას” ნახევარმცველის, პედრის მსგავსად, მცირე შვებულებას ერიკ გარსიაც აიღებს – წერს Sport.
გარსიამ, ისევე როგორც პედრიმ, ჯერ ევრო 2020-ზე, შემდეგ კი ტოკიოს ოლიმპიადაზე ითამაშა, სადაც ესპანეთის ნაკრები ტურნირს ბოლომდე შემორჩა და შესაბამისად, ფეხბურთელებს საკლუბო სეზონის დაწყებამდე დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის საკმარისი დრო არ მიეცათ.
პედრის შვებულება “ბილბაოსთან” დღევანდელი მატჩის შემდეგ დაიწყება, გარსია კი გუნდს “ხეტაფესთან” მომდევნო შეხვედრის შემდეგ 7-8 დღით დატოვებს.
კლუბს სურს, რომ ფეხბურთელებისთვის შვებულება სანაკრებო შეხვედრების გამოც არ შეწყდეს, ამისთვის კი “ფურია როხას” მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს თანხმობაა საჭირო.




იმედია არაუხოს დღეს ძირითადში არ დააყენებს
იმედია დღეს არაუხოს ძირითადში დააყენებს
ენრიკეს რაღაც ბოღმა აქვს დარჩენილი და ასე იყრის ჯავრს თუ რატო აკეთებს ამას ვერ ვხვდები? 😂 დაასვენე ხალხი, დაასვენე
ხელფასს თვითონ არ უხდის და არ კიდია?
მინგესაზე რა ისმის? მოირჩინა ტრავმა? რატომღაც მინგესას იმედიც მაქვს და მგონია რო კარგი მცველი გამოვა ეგ ბიჭი
გარსია ბევრად კარგი იქნება ბარსაში, ვიდრე იყო აქამდე! ამას ყურადღებაც მიაქციეთ! სულ სხვა მოტივაციაა დღეს კლუბში, ბევრად მეტი, ვიდრე წინა წლებში! ბარსას ევოლუცია გრძელდება! აბა რაა!
ეს ცოტა დაიხვეწოს და არაუხოსთან ერთად წესით მაგარი ცენტრი უნდა შეიქმნას,შეიძლება ძვირიანი ცენტ.მცველის ყიდვაც არ დაგვჭირდეს.
ამ ენრიკეს ბოდიში და შიგ ხო არა აქვს, აბა თვითონ წვრთნიდეს კლუბს, ექნებოდა თუ არა პრეტენზიები ნაკრების მწვრთნელთან, ფეხბურთელების გადატვირთვის გამო.
ლაიამ ბიჭის ამბიციები და შემართება მომწონს