Goal España-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” 18 წლის ტალანტი, პედრი გონსალესი 2021 წლის Golden Boy-ს მოგების მთავარი ფავორიტია.
აღსანიშნავია, რომ ამ პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, პედრი – სესკ ფაბრეგასისა და ისკო ალარკონის შემდეგ – პირველი ესპანელი ფეხბურთელი გახდება, რომელიც ზემოხსენებულ ჯილდოს დაეუფლება.
წყაროს ცნობით, 20 ფინალისტის ვინაობა 15 ოქტომბერს გამოვლინდება.
Golden Boy, რომელიც წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს გადაეცემა, 2003 წელს Tuttosport-ის ჟურნალისტებმა დააარსეს – მისი პირველი გამარჯვებული რაფაელ ვან დერ ვაარტი გახდა, ბოლო მფლობელი კი ერლინგ ჰოლანდია.
“ბარსას” ფეხბურთელთაგან აღნიშნული პრიზი 2005 წელს ლიონელ მესიმ მოიგო. ასევე, ეს ჯილდო სესკ ფაბრეგასსა (2006) და სერხიო აგუეროს (2007) მოუგიათ, რომლებიც მოგვიანებით კატალონიური გრანდის წევრები გახდნენ.
ისე ტრავმირებულებსაც აძლევენ მაგ ტიტულს.
პედრის ტიტულების ათვლა დაიწყო:

1 = Golden Boy,
2 = …
3 = …
… და ა.შ……
50 = მე-10-ე "GOLDEN BALL"
გილოცავ პედრიკო მრავალ ტიტულებს დაესწარი .
ბიჭო გამოკითხვით ამ გოთვერანმა ტუტოსპორტმა წინა ორი თვის გამარჯვებულად დესტინოღლუ გამოაცხადა . არადა ივნისში მოიგო დესტინოღლუმ და ივლისში ხვიჩამ. ჯამში კიდევ დესტინოღლუს 58.8 პროცენტი ქონდა კვარაცხელიას კი 69.
მოუწევს კიდეც აღება 😃❤️
ტიპს რიკი რიკი გოუდის დაასვენეთ უღმერთოებო
რავიცი, ამან თუ არ მოიგო, ვიღას უნდა მისცენ? ლამის მოკლეს მოედანზე, ძლივსღა დაბობღავდა.