workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არ მომწონს, რომ ბარსა და რეალი ერთნაირად მოქმედებენ – ტონი ფრეიშა

არ მომწონს, რომ ბარსა და რეალი ერთნაირად მოქმედებენ – ტონი ფრეიშა

“ბარსელონას” პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ტონი ფრეიშამ ბოლო პერიოდში “ბარსასა” და “რეალის” მჭიდრო უერთიერთკავშირზე ისაუბრა:

არ მომწონს, რომ “ბარსელონა” და “რეალი” ყველაფერში ერთნაირად მოქმედებენ. ასევე არ მომწონს ის ფაქტი, რომ გუნდი კვლავ სუპერ ლიგაში რჩება, პროექტში, რომელსაც მიმართულება არ აქვს. CVC-ის შეთანხმება ესპანური ფეხბურთისთვის მომგებიანია. არ მესმის, “ბარსა” მას რატომ არ დაეთანხმა. ელიტალური სუპერ ლიგის იდეა არ მხიბლავს.

ფრეიშამ კომენტარი ლიონელ მესის წასვლაზეც გააკეთა:

არ ვფიქრობ, რომ ეს სიახლე მოულოდნელი იყო. ლაპორტა მარტში მოვიდა და აგვისტოში სიტუაციას უკვე იცნობდა. სიურპირზები არ ყოფილა. არჩევნებში მონაწილე ყველა პირმა იცოდა, რის წინაშე აღმოჩნდებოდა. 

უკანასკნელ ხანებში, “ბარსელონასა” და “რეალს” არაერთ საკითხზე ერთნაირი პოზიცია აქვთ. ორივე მათგანმა უარი თქვა CVC-ის შეთანხმებაზე და კვლავ სუპერ ლიგაში რჩებიან. ჟოან ლაპორტასა და ფლორენტინიო პერესის შეხვედრაც უჩვეულო სანახავი იყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • azulgerana
    schedule 19 აგვ 2021, 21:47

    თქვენ ესპანეთზე ფიქრობთ ბარსას და რეალის ტრაკით და ამათ რა ქნან მერე . თქვენ გისქელონ ჯიბეები? ძალიან მაგარი იქნება ელიტარული ლიგა, მარტო იუვე რეალის და ბარსას კახის ყურება სურთ გულშემატკივრებს სანახაობა აი ეგ არის და არა ავტობუსი პორტუ ბენფიკა და რაღაც ჭრელო პეპელა გუნდები. ჯერ ეგ სამი წარმოადგენენ პროექტს და მოგებას რომ ნახავენ მერე მან იუც შეუერთდება და ბევრი კაი ელიტური კლუბიც

  • nika 54
    schedule 19 აგვ 2021, 15:00

    პერესს რა ემაღვლება, მაგას მესი არ დაუკარგავს, პირიქით ჩვენ დაგვაკარგინა და თვითონ ეხლა მბაპე მოყავს, გაისად კი ჰოლანდი.

  • Nikabedinadze
    schedule 19 აგვ 2021, 10:22

    ერთ რამეში ვეთანხმები,მართლა უცნაურია რომ ერთმანეთის მტრები ეხლა ერთად მოქმედებენ