workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას ქალთა გუნდი საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში დამარცხდა

ბარსელონას ქალთა გუნდი საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში დამარცხდა

რამდენიმე წუთის წინ ქალთა საერთაშორისო ჩემპიონთა თასის რიგით მე-3 გათამაშების პირველი ნახევარფინალი დასრულდა. პრესტიჟულ ამხანაგურ ტურნირზე ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული “ბარსელონა” პირველად მონაწილეობს.

ნახევარფინალში “ბარსას” ყველა დროის საუკეთესო ევროპულ გუნდთან, “ლიონთან” თამაში მოუხდა. ფრანგებს ჩემპიონთა ლიგა ყველაზე მეტჯერ, 7-ჯერ აქვთ მოგებული. აქედან 5-ჯერ მათ ეს ზედიზედ გააკეთეს, სანამ გასულ სეზონში მათ ჰეგემონიას “ბარსელონა” დაამხობდა. “ლიონი” საერთაშორისო ჩემპიონთა თასის წინა 2 გათამაშების ფინალისტი და მოქმედი ჩემპიონია. “ლიონს” გასულ სეზონში ჩავარდნა ჰქონდა – “პარი სენ-ჟერმენმა” აჯობა, მაგრამ მიმდინარე სეზონისთვის გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდა, მათ შორის პსჟ-დან გადმობირებული 3 ფეხბურთლის ხარჯზე.

ასეთ გუნდთან თამაშის მიუხედავად “ბარსელონა” უპირატესობას ფლობდა, თუმცა კატალონიელები დამარცხდნენ. მე-9 წუთზე ესპანელები მარიონა კალდენტეიმ დააწინაურა. მე-20 და 27-ე წუთზე ფრანგებმა ორჯერ გაიტანეს და ტაიმი მათი გამარჯვებით დასრულდა.

63-ე წუთზე მარიონამ დუბლი გაიფორმა, მაგრამ 83-წ წუთზე “ლიონი” წინ კიდევ ერთხელ გავიდა. ბლო წუთებში კატალონიელებმა მეტოქეს შტურმი მოუწყვეს, მაგრამ უშედეგოდ.

22 აგვისტოს “ბარსა” მე-3 ადგილისთვის მატჩში ითამაშებს. მეტოქე დაახლოებით 2 საათში, ამერიკულ წყვილში, “პორტლენდსა” და “ჰიუსტონს” შორის გამოვლინდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • azulgerana
    schedule 19 აგვ 2021, 21:49

    საღოლ ქალაჩუნებს smile

  • nika 54
    schedule 19 აგვ 2021, 15:11

    ხო ასე ჩანს ეტყობა ლიონი ჩემპიონთა ლიგის "რეალია" სულ რო ჩემპიონი არ გახდეს სახლში. ევროპაზე ყველაფერს იგებენ.

  • C.PC5
    schedule 19 აგვ 2021, 15:02

    დასანანია, თუმცა ლიონთან მარცხი არაა არც გასაკვირი და არც შეუძლებელი. არაუშავს, ყველა გამარჯვებას მოყვება მარცხი, მთავარია შეინარჩუნონ ფორმა და გააგრძელონ წარმატებების სერია❤️🙌🙏