workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანტუან გრიზმანის ინტერვიუ Barca TV-სთან

ანტუან გრიზმანის ინტერვიუ Barca TV-სთან

“ბარსელონას” რიგებში ჩატარებული 100 მატჩის სიმბოლური მაისურით აღნიშვნის შემდეგ, ანტუან გრიზმანმა Barca TV-სთან მოახლოებულ სეზონზე და ამ სეზონში საკუთარ გეგმებზე ისაუბრა:

“მძიმე ეტაპი გავიარეთ როგორც ჩვენს პირად, ისე სპორტულ ცხოვრებაში. მე ყოველთვის ვცდილობდი, რომ თანაგუნდელებისა და მწვრთნელისათვის ხელმისაწვდომი ვყოფილიყავი. ამ 2 წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ვშრომობდი და ნამდვილად დიდი სიამოვნება მივიღე.”

“ჩემთვის პროფესიონალი ფეხბურთელობა და ფეხბურთით სიამოვნების მიღება უკვე ახდენილი ოცნებაა. მახსოვს ყველა გოლი, ასისტი და ის შრომა, რაც ამ ყოველივესთვის გავიღე.”

“ლა ლიგის პირველივე ტურში გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებით საშინაო კედლებში გულშემატკივრის წინაშე, რომელთა გარეშეც ძალიან დიდი დრო იყო გასული.”

“საბოლოო ჯამში, “სოსიედადთან” შეხვედრა დადებითად უნდა შეფასდეს. ახლა კი უნდა ვეცადოთ, რომ ეს წარმატებული სვლა გასვლით მატჩში, “ბილბაოსთანაც” გავაგრძელოთ.”

“ჩვენ ყოველდღიურად ვვარჯიშობთ. ვვითარდებით, მეტ დატვირთვას ვიღებთ. გამარჯვებები თავდაჯერებას გვმატებს, ჩვენ კი ამ ყველაფერს მინდორზე მაქსიმალურად დახარჯვისთვის ვიყენებთ.”

“გულშემატკივარი, რა თქმა უნდა, გვჭირდება. მათი თანდასწრებით თამაში ჩვენი უპირატესობაა. მათი ხილვა გვიხარია და იმედი მაქვს, მალე სრულად შევსებულ ტრიბუნებსაც ვნახავთ.”

პირველ ტურში “ბარსელონამ” “სოსიედადი” “კამპ ნოუზე” 4-2 დაამარცხა. მეორე ტურში კი “ბილბაოს” 21 აგვისტოს “სან მამესზე” დაუპირისპირდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 19 აგვ 2021, 15:21

    ისე ამ უბედურს ტიტულების მოგება უნდოდა მაგრამ ბარსამ კი არა ატლეტიკომ მოიგო ჩემპიონობა. ალბათ თავში ირტყავს სად მივდიოდიო.

  • azulgerana
    schedule 19 აგვ 2021, 04:43

    ეგ არის მთავარი რა შემდეგი რა იქნება

  • Bobi
    schedule 19 აგვ 2021, 03:39

    ბილბაოსთან უფრო კარგად გამოჩნდება რეალურად რაც გამოსაჩენია 💙❤️