“ბარსელონას” 24 წლის ფეხბურთელმა, რეი მანაიმ, შესაძლოა, კლუბი დატოვოს. ამ ინფორმაციას L’Esportiu ავრცელებს.
სერხიო აგუეროს ტრავმამ ალბანელი თავდამსხმელის პირველ გუნდში დარჩენა გამოიწვია. ის “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ განაცხადშიც მოხვდა, თუმცა კლუბში ფიქრობენ, რომ მანაი “ბარსას” დონის ფეხბურთელი არაა, რის გამოც მისი გაშვება საუკეთესო გამოსავალია.
წყარო წერს, რომ მანაის გაშვება პრესეზონამდე გადაწყვეტილი იყო. მოთამაშის მომავალ კლუბად “გრანადა” განიხილებოდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.
ალბანელმა წინასასეზონო პერიოდში შესანიშნავად იასპარეზა და 4 გოლის გატანა მოახერხა.




მარტინმა გადარია ესპანეთი 😁
მანაის იმედზე მაინც ვერ იქნებოდა გუნდი, მით უმეტეს მარტინი მაგარ ფორმაშია 😁😁❤️
ვეღირსეთ? ურაა
პრესეზონი არაფერს წყვეტს მამენტ. მუნირმაც იფრინა ერთ დროს პრესეზონზე მარა მაგის მერე არაფერი გაუკეთებია.
ყველაზე მეტი ვინც გაიტანე პრესეზონზე იმას უშვებენ? რავიცი, რავიცი.
ბარემ გრიზმანიც გაუშვით და ვაფშე არ გვინდა შეტევა.ნახევარდაცვა და დაცვაც გვეყოფა.