Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” ახალგაზრდა საყრდენ ნახევარმცველს, ნიკო გონსალესს წარმატების მიღწევა მხოლოდ კატალონიურ კლუბში სურს.
ზემოხსენებული წყაროს ცნობით, 19 წლის ფეხბურთელმა, ბავშვობის ოცნების ასასრულებლად რამდენიმე შემოთავაზება უარყო, მათ შორის, “მანჩესტერ სიტიდანაც”.
აღსანიშნავია, რომ ნიკომ 28-ნომრიანი მაისური მოირგო, რომელსაც კარიერის საწყის ეტაპზე სერხიო ბუსკეტსი ატარებდა. ლა ლიგის პირველ ტურში, “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ (4-2), 83-ე წუთზე გონსალესმა სწორედ ბუსკეტსი შეცვალა.
2021/22 წლების სეზონის მოსამზადებელ პერიოდში “ბარსაში” კიდევ ერთი შუახაზელი, გავი გამოჩნდა, თუმცა 17 წლის მოთამაშის დებიუტი, ჯერჯერობით, ოფიციალურ მატჩში არ შემდგარა.




ფაქტიურად შეცვალა ბუსკეცი
ბოლოს ეკრანების წინ ვინც თქვა ოცნება ავიხდინეო ყველამ ხელფასის მომატება მოითხოვა და იმედია ესეც მსგავსად არ მოიქცევა როგორიც ამის კოლეგა იქცევა უმტიტის შვილ მორიბაზე მაქ საუბარი.
მე მგონი ეს არ ჩაი-ჯ-ვავს, კოჭებზე ეტყობა იგროკია.
აბა რა,ნიკომ უნდა ჩაანაცვლოა ბუსი ღირსეულად.
უფრო მეტი დრო უნდა მისცეს ახალგაზრდეს კუმანმა და საჭირო დროს უნდა გამოიყვანოს ზამენიდან თორე 10 წუთი თამააშში ვერ განვითარდებიან ეგრე