workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სოსიედადთან მატჩში ქომაგები პედრის სახელს სკანდირებდნენ

სოსიედადთან მატჩში ქომაგები პედრის სახელს სკანდირებდნენ

გადატვირთული სეზონის შემდეგ, “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელი, პედრი ახალი სეზონის პირველ მატჩშიც ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და მოედანზე 90 წუთი გაატარა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “რეალ სოსიედადთან” შეხვედრაში, “კამპ ნოუზე” შეკრებილი გულშემატკივრები გამუდმებით პედრის სახელს სკანდირებდნენ.

კატალონიური გამოცემის თანახმად, გონსალესზე ხშირად ადგილობრივი პუბლიკა ტაშით მხოლოდ ჟერარ პიკეს ეგებებოდა, რომელმაც ახალწვეულების დასარეგისტრირებლად ხელფასის დიდი ნაწილი შეიმცირა.

როგორც MD იტყობინება, აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს რონალდ კუმანიც, როდესაც, მეორე ტაიმში, ნიდერლანდელი ბურთს შეეხო.

“ბარსამ” ლა ლიგის პირველ ტურში ბასკური კლუბი 4-2 დაამარცხა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 17 აგვ 2021, 18:26

    მე-10 წუთზე რო მესის საპატივცემულოდ დაუკრეს.

  • GelaD8
    schedule 17 აგვ 2021, 15:24

    10 ნომერი შენია პედრი

  • azulgerana
    schedule 17 აგვ 2021, 14:36

    უყვართ და იმიტომ

  • El pistolero 9
    schedule 17 აგვ 2021, 14:18

    უნდა დაასვენოს ეს ბიჭი

  • Maradona
    schedule 17 აგვ 2021, 13:31

    აი რაზე ათამმაშა 90 წუთი ტიპმა ყველა შეცვალა ამის გარდა ხო იცის რასეხონიც ქონდა, t.ტიპი მუღამშია შესული რეკორდებზე უნდა წაიყვანოს და როდის გამოკრავნენ, ბევრჯერ მოხვდა ფეხში სოსიედადთან. უაზრო ამოჩემება იცის, რაც ყველაზე ცუდი რამაა მწვრთნელისთვის.