“ბარსელონამ” დაადასტურა, რომ მემფის დეპაი, ერიკ გარსია და რეი მანაი ლა ლიგისთვის პირველ გუნდში ოფიციალურად დარეგისტრირდნენ. შესაბამისად, კლუბს უფლება ექნება, ამ ფეხბურთელებს ხვალიდან ესპანეთის ჩემპიონატში თამაშის საშუალება მისცეს.
კლუბის ცნობით, ის, რომ ფეხბურთელების დარეგისტრირება მოკლე დროში შესაძლებელი გახდა, ჟერარ პიკეს დამსახურებაა, რომელმაც ხელფასის დიდ ნაწილზე უარი თქვა.
პარალელურად, “ბარსელონა” აგრძელებს მუშაობას სერხიო ბუსკეტსთან და ჟორდი ალბასთან. ორივე ფეხბურთელი თანახმაა, რომ ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად ანაზღაურება შეიმციროს.




მინგესას არ სჭირდება, კიდევ კარგი რომ ჯერ ისევ ბარსა "ბ"-ს ფეხბურთელია, დემირიც ხომ ასეა! ამათ ზაფხულამდე დრო აქვთ!
აი ხო ასრულდა და წავიდა მესი. ვნახოთ აბა რას იზავენ, აქ ბევრს ლაპარაკობდნენ მესი უშლის გუნდს განვითარებასო, სულ ლეოს ეძებენო მოედანზეო და ეხლა იმედია აღარ დაიწყებენ ლეოზე ფიქრს და დაანგრევენ რეალს ატლეტიკოს. და ლა ლიგას დადებენ.
პიკე სულით და გულით რომ ბარსელონელია ამაზე არავინ არ დაობს! მე იმაშიც დარწმუნებული ვარ ალბა და ბუსკეტსი იმავეს გააკეთებენ! მაგრამ ერთი რამე მაინც ვერ გავიგე ,რა ციფრზე მიდის საერთოდ საუბარი როცა ამბობდნენ 110% აჭარბებდენ დაშვებულ ზღვარს? ბიუჯეტი პანდემის შემდეგ დაახლოებით 760 მილიონია. რამდენად ვიცი,ხელფასებში ხარჯავდენ დაახლოებით 70% ესეიგი 530 მილიონს,ნალოგებიანა. მესი წავიდა რომლის ხელფასი ნალოგებიანა იყო დაახლოებით130 მილიონი, უბრალო მათემატიკთ ეს თითქმის 30 % ! და ამან არ უშველა და პიკეს 20 მილიონით შემცირებამ უშველა, რაღაც მაგარ თამაშს თამაშობენ.
ერთადერთი , შეიძლება ვარიანტია ,რომელსაც კიდე შეიძლება ახსნა ქონდეს,უნდათ ახალი გუნდის აშენება, მართლა კარგი ახალგაზრდები წამოვიდა,ერთად,დიდი ხანია არ ყოფილა,მათ ირგვლივ ახალი გუნდის აშენება სურთ?!
ოფიციალურად დაიკლონ და ქეში აიღონ რა გახდა
ანუ ერთი წამით რომ შევაჯამოთ მესის პერიოდიდან აქამდე კლუბის ფინანსური მდგომარეობა, იმ პერიოდში ამბობდნენ რომ გუნდში ხელფასების ჯამური რაოდენობა დასაშვებს 110%ით აჭარბებდა ხოლო მესის წასვლის შემდეგ 95%ი გახდა, პარალელურად ნათქვამია რომ საჭიროა ხელფასების რაოდენობა კიდევ 25%ით შემცირდეს რათა დასაშვებ რაოდენობამდე დავიდესო, ხოდა დავიჯერო ახლა პიკეს იმხელა ხელფასი ქონდა რომ მთელი რაოდენობის 25%ს შეადგენდა? ნუ თავისთავად არა, მაგრამ მაშინ როგორ დარეგისტრირდა სამი კაცი?! გამოდის ისევ 95%ში ვზივართ, ისევ ვაჭარბებთ და ეს მოსული პონტია ჯერჯერობით სანამ სხვები არ შეიმცირებენ და კალაპოტში არ ჩავჯდებით, მაგრამ მესის ფაქტორს რომ შევეხოთ, ახლა რომ იმცირებენ ის დეგენერატები ხელფასს, აწი დალოდებოდნენ თითოეულ მათგანს თვის ბოლომდე და მერე გაერკვიათ შესაძლებელი იქნებოდა თუ არა მესის დარეგისტრირება.
ამას დამატებული ფეხბურთელს 50%ზე მეტის შემცირება არ შეუძლიაო რომ დაიდო ინფორმაცია, ანუ შენს საკუთარებაში მყოფს კი, რომელსაც კონტრაქტს უხანგრძლივებ, მაგრამ თუკი შენს საკუთრებაში საერთოდ არაა ფეხბურთელი და ახალი ხელშეკრულებაა დასადები მაშინ იქ მე რამდენსაც მინდა იმდენს შევთავაზებ წესით ასე არ უნდა იყოს?
და თუკი ასე იქნებოდა შესაძლებელი, მაშინ მიეცათ წელს მესისთვის სიმბოლურად 1 მილიონი და მომავალ წლებზე გადაენაწილებინათ დანარჩენი თანხა როგორც ალბას შემთხვევაში.
ამას დამატებული კითხვას ბადებს ისიც რომ თუკი ფეხბურთელს 50%ზე მეტის შემცირება არ შეუძლია მაშინ "პიკემ ხელფასის დიდ ნაწილზე" უარი როგორ თქვა?
ანუ ვის აბოლებთ ბიჭო? გგონიათ ტვინი არ გვიმუშავებს და აზრობრივად მიმდინარე მოვლენების დაკავშირება არ შეგვიძლია?
თუ იტყუები ცოტა შეგნებულად მაინც მოიტყუე ეჭვი არავის რომ არ შეგვეპაროს, თორე ასე უკვე მართლა ზედმეტია.
ტფუი თვენი გრანდობა და თქვენი გუნდობა…
პიკე სულით ბარსელონელი რომაა არაა ახალი ამბავი და არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ერთგულება❤️ მაგრამ ადრე რომ დაეკლოთ ამას და სხვებსაც მაინც ვერ დაარეგისტრირებდნენ მესის?
ძლივს რაღაც სიახლე რა ძლივს.
*ლეები არიან კოლიადო დაეწინაურებიათ სჯობდა
საბავშვო ბაღია
ლაპორტამ რა დაგიშავა
პიკეს ალბას ბუსკეცს და რობერტოს რომც დაეკლო მაინც ვერ დაარეგისტრირებდნენ მესის .. ბევრად გაცელილი იყვნენ ლიმიტს ასე რომ ტყუილად ლანძღავ დღევანდელ კაპიტნებს.. მადლობა ღმერთს რომ პირველ ტურში დეპაი გარსია და ემერსონი გვყავს . ისედაც გვაკლია დემბელე ფატი და კოუტინიო აღარაფერს ვამბობ ტეშტეგერზე
პიკე საღოლ, მომავლისთვისაც გაიკეთა საქმე ამით, ბარსას მომავალი პრეზიდენტი იქნება პიკე .
მადლობა პიკეს, სხვებსაც რო მოეკლოთ არაფერი დაშავდებოდა, მარა ნქბოზცრრბითაა გატენილი გუნდი და მაგის ბრალია.
Griezzy7,
რა მინგესა
გვეშველა ძლივს
მესი გააგდეს ჰო,
არადა ლეომ იცოდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო
უბრალოდ, ამდენჯერ რომ ჩაგიფლავებენ საქმეს, ჩანს, რომ არასანდო ხალხია
ოჰ გვეშველა.დეპაი გასთხრის ხვალ,მაგრამ მგონია ჩაიკუკავენ.ტრამვიან დე იონგს და დაღლილ პედრის დააყენებს ეგ ხისთავა.
საღოლ კაია მაონც მანაის პირველ გუნდში დაწინაურება საინტერესო იქნებაა
ლალიგა თავის გვერძე როდის დაამატებს ახლა რო ვნახოთ იქაც