workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას მემფისისა და გარსიას დარეგისტრირება მატჩამდე ხუთი წუთით ადრე შეუძლია | Sport

ბარსას მემფისისა და გარსიას დარეგისტრირება მატჩამდე ხუთი წუთით ადრე შეუძლია | Sport

“ბარსელონას” მემფის დეპაისა და ერიკ გარსიას დარეგისტრირება “რეალ სოსიედადთან” მატჩის დაწყებამდე ხუთი წუთით ადრეც შეუძლია.

Sport-ის ინფორმაცით, ლა ლიგა შეხვედრამდე ხუთი წუთით ადრე ფეხბურთელისთვის დროებითი ლიცენზიის მინიჭების უფლებას იძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთამაშეს შესაბამის მატჩში მონაწილეობის საშუალება ექნება.

“ბარსელონასა” და “რეალ სოსიედადის” დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით, 22:00 საათზე დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • azulgerana
    schedule 14 აგვ 2021, 13:05

    ესეთ ცუდ დღეში თუ ხარ უნდა აიღო კრედიტი

  • Fc Barca Batumi
    schedule 14 აგვ 2021, 12:33

    ესეც ახალი კომედია! კარგით რაა! თამაშამდე 5 წუთი რაა არი? ასე თამაშამდე 7 წუთზე და პირობითად 25 წამზე შობეთ რაა! ხელს კი მოაწერთ მარა ქსელმა რო გაჭედოს?
    კლოუნები გახდით?!

  • nika 54
    schedule 14 აგვ 2021, 11:22

    სადამდე დავეცით, სასაცილო იქნებოდა სატირელი რო არ იყოს. ისა და პერერივზე რო დაარეგისტრირონ მეორე ტაიმისთვის ასე შეიძლება ნეტავ. ნუ თუ ხუთი წუთით ადრე ვერ მოახერხეს, ხანდახან ხო ხდება ასეთებიც.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 14 აგვ 2021, 10:50

    laughing აბა რაა,..ჯერ ადრეა კაცო, რა ეჩქარება ლაპორტას!
    მოკლედ, ქართველი ერი უნიკალურია, ყველა სიტუაციაზე გვაქვს ანდაზა!
    – "ქათამს რომ კვერცხი მოადგება მერე იწყებს კრიახსოო.." მაგრამ..
    აქაც მაგრამ .. ქათამი კვერცხს ყველა შემთხვევაში დადებს და აი ლაპორტას რამდენპროცენტიანი შანსი აქვს, რომ პირდაპირ თამაშამდე 5 წუთში დაურეგისტრირონ ფეხბურთელები ნამდვილად არ ვიცი!!!
    laughing laughing laughing laughing laughing
    ბარსას გარდა ასეთი საოცრება პრეზიდენტები და მწვრთნელები მგონი სხვას არავის ჰყავს..