workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბენფიკა უმტიტიში 10 მილიონს იხდის

ბენფიკა უმტიტიში 10 მილიონს იხდის

“ბარსელონას” ცენტრალურ მცველ სამუელ უმტიტის კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა. ამ შემთხვევაში საუბარი პორტუგალიურ “ბენფიკაზეა”.

იტალიური Calcio Pillole-ის ჟურნალისტის, ეკრემ კონურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ბენფიკა” მზადაა, “ბარსას” უმტიტის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზოს. ფრანგი უკანახაზელის დამატება პორტუგალიური გუნდის მთავარი მწვრთნელის სურვილია. ჟორჟე ჟეზუშს კიდევ ერთი მემარცხენე მცველის შეძენა უნდა.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, უმტიტის კვლავ “ბარსელონაში” დარჩენა უნდა, თუმცა 27 წლის ფეხბურთელი თანახმა იქნება ისეთ კლუბში გადავიდეს, რომელიც ტიტულებისთვის იბრძოლებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • M10 S9 D11
    schedule 12 აგვ 2021, 13:15

    გაატანეთ სასწრაფოდ

  • cezo45
    schedule 12 აგვ 2021, 13:06

    ებიჭო გაუშვით სანამ დროა 10 მილიონიც კარგია ახლა ბარსელონასთვის თან სახელფასო ხაზინაც გათავისუფლდება.. თუარვცდები ამის ხელფასი 10-12 მილიონია და ცოტა შეღავათი ოქნება ახლა ამის გაშვება ასევევე პიანიჩიც რო წავიდეს კიდევ შეამცირებს კლუბი ხელფასებს და შეძლებენ დეპაის და აგუეროს გაფორმებას ლალიგისთვის

  • nika 54
    schedule 12 აგვ 2021, 13:03

    ხოდა ტიტულები რო უნდა პორტუგალიაში ეხლა ბენფიკაა წინ, ლიგაზეც თამაშობს ამ კვირაში მოსკოვის სპარტაკიც გააგდო ლიგის კვალიფიკაციაში. მიეხმაროს და მოაგებინოს ლიგა, თუ სხვებმა უნდა მოიგონ და ეგ მედალს დაიკიდებს.

  • Don_Andresito
    schedule 12 აგვ 2021, 12:51

    პსჟ იუვე და ბაიერნი ამას არ წაიყანს და პორტუგალიის ჩემპიონობისთვის იბრძვის გუნდი, მეტი რა დედიმისის უნდა? ისევ დაუსტვენენ და შეარცხვენენ, წავიდეს ჯობს მარა ეს ხო უნამუსოა

  • erekle07
    schedule 12 აგვ 2021, 12:43

    შეფუთონ სასწრაფოდ და გაატანონ🤔🤔

  • Soxa
    schedule 12 აგვ 2021, 12:22

    გაატანონ ამის…

  • Memphis Depay
    schedule 12 აგვ 2021, 12:20

    დაცვაში არაუხო-გარსიას დუეტი უნდა მოიხოდოს. პიკეს და სლენგლეს ვაფშე ზამენაზეც კი არ განვიხილავდი მე, აი ბავარიასთან რაც მოხდა და კიდევ რო ის ცენტრი დარჩა 🤔

  • Vito Kharshiladze
    schedule 12 აგვ 2021, 12:15

    10ლიმონი ამაში უეჭველი შევეცოდეთ ბენფიკას და მაგიტო გვეხმარება

  • lesane C
    schedule 12 აგვ 2021, 12:13

    ბენფიკა კი იბრძოლებს ტიტულისთვის, სამუ გაა@@ი