workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუმანს კიდევ ერთი თავდამსხმელის დამატება სურს

კუმანს კიდევ ერთი თავდამსხმელის დამატება სურს

“ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს კიდევ ერთი ცენტრალური თავდამსხმელის დამატება სურს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

ლიონელ მესის წასვლის, სერხიო აგუეროს, ანსუ ფატისა და უსმან დემბელეს ტრავმებისა და მარტინ ბრეითუეიტის გაურკვეველი მომავლის პირობებში, ნიდერლანდელი სპეციალისტი გამტანი შემტევის ნაკლებობას განიცდის. 

MD-ს ცნობით, კუმანს “ბარსელონას” რთული ფინანსური მდგომარეობა კარგად მოეხსენება, თუმცა, იმედოვნებს, თუ შესაძლებლობა იქნება, კლუბი მის სურვილს დააკმაყოფილებს. 

თავის მხრივ, თავდამსხმელის დასამატებლად “ბარსაც” ყველაფერს გააკეთებს, რისთვისაც გუნდს ჯერ ფეხბურთელების გაშვება მოუწევს.

ამჟამად, კუმანს იმედების დამყარება მხოლოდ გრიზმანზე, დეპაისა და იუსუფ დემირზე შეუძლია. ამ უკანასკნელს საწყის შეხვედრებში ასევე მნიშვნელოვანი როლი ექნება.

წყარო იტყობინება, რომ რეი მანაის დაწინაურების შესაძლებლობაც არსებობს, თუმცა გარკვეული არც მისი მომავალია. ხელსაყრელი შემოთავაზების მიღების შემთხვევაში, “ბარსა” 24 წლის შემტევსაც გაუშვებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 12 აგვ 2021, 13:41

    ვეღარ გავიგე, თუ არ დააწინაურეს ახალგაზრდები, თუნდაც მანაის დონისები როგორ უნდა იპოვონ ვინმე ნორმალური, ყველაში 100 მილიონი უნდა ვიხადოთ და მერე ვუუყუროთ როგორ უმაქნისობენ? ეს მანაი რატო უნდა გაყიდო ალბათ 10 მილიონად რო მერე ბრეითვეიტი-2 იყიდო 40-ად?

  • KING_BARCA
    schedule 12 აგვ 2021, 13:19

    აბა დაცვა ყავს გაუვალი და!!! თავდამსხმელი უნდაო😂 წადი თქვენი დედაც…….

  • M10 S9 D11
    schedule 12 აგვ 2021, 13:12

    ლუის დიასი მოუყვანონ

  • Soxa
    schedule 12 აგვ 2021, 12:27

    ტრაკში ვართ!

  • Lasho
    schedule 12 აგვ 2021, 12:23

    ბრეითვეიტი და მანაი რო ისაკში გაცვალონ ვერა? :დ

  • riva
    schedule 12 აგვ 2021, 11:52

    ციტატა: barcamen
    დემბელეს და აგუეროს იმედზე რათქმაუნდა ვერ ვიქნებით მაგრამ დაცვაში უფრო სერიოზული პრობლემები გვაქვს და მაგაზე რატომღაც არავინ ფიქრობს უკვე წლებია :((


    ბარსას დაცვა არასდროს ყოფილა გაუვალი. მაგრამ წელს თავდასხმაც გაგვიჭირდება

  • mesi_10
    schedule 12 აგვ 2021, 11:33

    კაი რაა ახალწვეულები ხო დაარეგისტრირა და ახლა თუ მოიყვანს ვინმეს რაც მეეჭვება იმას საერთოთ არ უწერია ბარსას მაისურის მორგება..

  • barcamen
    schedule 12 აგვ 2021, 11:09

    დემბელეს და აგუეროს იმედზე რათქმაუნდა ვერ ვიქნებით მაგრამ დაცვაში უფრო სერიოზული პრობლემები გვაქვს და მაგაზე რატომღაც არავინ ფიქრობს უკვე წლებია :((