ლიონელ მესის ყოფილმა თანაგუნდელმა, ლუის სუარესმა, არგენტინელ ლეგენდას “ბარსელონადან” წასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა.
არ ვიცი, საკმარისია თუ არა სიტყვები იმ ისტორიის გადმოსაცემად, რომელიც “ბარსელონაში” დაწერე. ეს კლუბი ძალიან გიყვარდა, აქ გაიზარდე, უამრავი ტიტული მოიგე, შემდეგ კი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გახდი. ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმის გამო, თუ როგორ მიმიღე, როცა აქ მოვედი. შესანიშნავი ადამიანი ხარ. ვამაყოფ, რომ “ბარსელონაში” შენთან ათასობით საოცარი მომენტი გავიზიარე და შენს გვერდით ვითამაშე. გულით ვისურვებ, რომ შენი და შენი ოჯახის მომავალი საუკეთესო იყოს. ძალიან მიყვარხარ!
– დაწერა ურუგვაელმა Instagram-ზე.

შენ დადე თუ წყარო იცი,ვიღას ელოდები😉🙂
ეს სტატია ვნახეთ უკვე
როგორც სუარესი გააგდეს, ისე აგდებენ ახლა უკვე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს :((((
ეგ ტყუილია და მარაზმია
ამას მაინც ალალად უყვარდა დემბელესგან განსხვავებით.