სერხიო აგუეროს “ბარსელონადან” წასვლა უნდა, თანაც მიმდინარე ზაფხულში. ამ ინფორმაციას Beteve-ს პროგრამა La Porteria ავრცელებს.
კატალონიური წყაროს ცნობით არგენტინელი და მისი იურისტები “ბარსელონასთან” რამდენიმე კვირის წინ გაფორმებული კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტებს სწავლობენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ აგუერო “ბარსელონაზე” ძალიან გაბრაზებულია. მიზეზი ისაა, რომ ლეო მესისთან ერთად თამაშის სურვილის გამო არგენტინელი ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას დასთანხმდა, ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ “ბარსამ” მესის შენარჩუნება ვერ მოახერხა.
ეს ინფორმაცია სხვა წყაროებს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.

მომავალ ზაფხულს დარჩენილ ასაკიანებსაც გაუშვებს ალბათ, კუმანიც დაახვევს და ხავი მოვა