workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესისა და პსჟ-ს შორის შეთანხმება თითქმის მიღწეულია

მესისა და პსჟ-ს შორის შეთანხმება თითქმის მიღწეულია

ლიონელ მესისა და “პარი სენ-ჟერმენს” შორის საბოლოო შეთანხმება თითქმის მიღწეულია. ფრანგული Foot Mercato-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” ყოფილი კაპიტნის მამამ კლუბთან პირობები უკვე შეათანხმა. 

როგორც ჟურნალისტი საბერ დეფარჟი წერს, ლეოს კარიერის პსჟ-ში გაგრძელების ვარიანტი მოსწონს და დიდი ალბათობით კლუბს მალე შეუერთდება. 

კიდევ ერთი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ბოლო საათების განმავლობაში პარიზელები დარწმუნდნენ, რომ ტრანსფერის განხორციელებაში ხელი აღარ შეეშლებათ. ისინი იმედოვნებენ, რომ ფინანსური Fair Play-ს წესების დაცვით კონტრაქტს მალე გააფორმებენ. 

რაც შეეხება “ჩელსის” – ლონდონელთა მხრიდან კონტაქტი ამ დრომდე არ ყოფილა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე მუშაობენ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (14)

  • nika 54
    schedule 07 აგვ 2021, 15:33

    ფეირ პლეი სად ირღვევა კაცს უფასოდ იმატებენ, ხელფასი კიდევ ბარსასავით შემოსავლის 90% კი არა აქვთ, თუ გგონიათ დემბელეს და კოუტინიოს მაგვარი ხელფასები აქვთ პსჟ-ში ყველას? ნეიმარს და მბაპეს აქვთ მარტო ლეოს დარი ხელფასი.

  • Zaali
    schedule 06 აგვ 2021, 22:41

    ციტატა: JustBarcaLover

    ციტატა: Moriba
    🚨 BREAKING: მესი – პსჟ, მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან 🇦🇷🔥‼️

    🇫🇷🗞 ფრანგულ პრესას თუ დავუჯერებთ, ტრანსფერი დროის ამბავია 👀⏳

    #POSTVტრანსფერები


    ერთი ეგ მითხარით რო ამბობენ პსჟ ლიმიტის ზღვარზე არისო მესის რანაირად იმატებენ მაგათისთვის რა არ არსებობს?


    Magattvis araferi ararsebobs da kide fifa Paris cems yvela gundis uflebasoo da akontrolebs yvelasooo sasaciloaaa prostaaa🤮🤮🤮🤮🤮

  • M10 S9 D11
    schedule 06 აგვ 2021, 22:41

    დავაი ლომო ოქროს ბუცზე უნდა გაიწიო მინიმუ საფრანგეთის თასები უკვე ჯიბეში აქვს ჩათვალეთ და ნუ ლიგაზე ვნახოთ

  • Albicelecte
    schedule 06 აგვ 2021, 22:34

    ძაფის ერთი ბოლო პერესამდე მივიდა
    პსჟ მპაბეს გაყიდვას შეეცდება, საკმაოდ მსუყე შეთავაზებები ფლორენტინოსგან
    ფაქტია, რომ მბაპემ ლიგა ვერ დაადებინა პარიზელებს ეს უკვე მერამდენე წელია, უკვე 4 სეზონი გავიდა
    თვალი ბერნაბეუსკენ უჭირავს და უფასოდ დაკარგვას შეიხი არ დაუშვებს

  • La Pulga10
    schedule 06 აგვ 2021, 22:28

    ლიგა ერთში ისე ითამაშებს,როგორც არგენტინული უბნის ეზოში.ლიგასაც დადებს მბაპე თუ დარჩა ხო საერთოდ,მე პირადად ამ სეზონს ვმაზავ ათასში ერთხელ თვალს თუ გავკრავ ბარსას თამაშებს და სხვებსაც,მხოლოდ ჩლ-ს ვუყურებ.

  • basa7
    schedule 06 აგვ 2021, 22:21

    ვახ ჩემი ეს რა ხდება……

  • Chico
    schedule 06 აგვ 2021, 22:21

    პსჟ-ს შემადგენლობა ამდენი მსოფლიო ვარსკვლავით ჟრუანტელის მომგვრელია, მაგრამ ერთი გალაქტიაკოსი უკვე ვნახეთ, რომელიც შეხეგებით დიდად ვერ ბრწყინავდა…. რა იქნება ეხლა, დავინახავთ…….. დღევანდელი პსჟ, ძალიან მდიდრულად გაწყობილ ნაძვის ხეს მაგონებს, რომელიც თვალისმომჭრელად კაშკაშებს და დიდ სიამოვნებას განიჭებს მისი ცქერა, მაგრამ სხვა გამოყენება არ გააჩნია. საცოდავი ლიგა 1-ის უსუსური გუნდები. მაგრამ გავიხსენოთ, რომ შარშანდელმა შემადგენლობამ, რომელიც ასევე კაშკაშებდა, საფრანგეთის თასის გარდა წააგო ყველაფერი, თავისი სუპერთასიანად. მბაპემ და ნიმარმა კიდევ ევროპის ჩემპიონატი და კოპა ამერიკაც ზედ მიამატეს . ერთი რონალდუ უნდა ამ გუნდს და თამამად შეიძლება მსოფლიოს თამამედროვე ფეხბურთის მუზეუმი გაიხსნას. აბა ვნახოთ…. მაგრამ მე მგონია, რომ მესსი ნაიმარს და მბაპეს კარგად ათამაშებს.

  • Gio144
    schedule 06 აგვ 2021, 22:20

    ამით ფეხბურთი მოკლეს იცით რა მოკლეს ფეხბურთელი რომელიც მთელი გულით თამაშობს და ინრძვის თავისი გუნდისთვის ესე უსამართლოდ და რაღაც ბიუროკრატიული მიზეზის გამო შეგიძლია გაუშვა მაშინ ჩათვალე ვეღარასოდეს გაზრდი მეორე ესეთს იმიტომ რომ გულით არავინ აღარ ითამაშებს

    ლეგენდებს როცა ესე ექცევიან ჩვეულებრივ ფეხბურთელს რას უზავენ(

    დემბელეს კოუტინიოს უმტიტის გრიზმანს გაუფრთხილდით ვინმემ არ იყოდოს 500 მილიონი რაში გადაყარეს

  • Albicelecte
    schedule 06 აგვ 2021, 22:10

    მესი გრანდში თამაშს იმსახურებდა
    დაბრუნდა კონტაქტზე ხელის მოსაწერად და უთხრეს: იდი ნახ ჰაუზეო
    არადა სახლში იყო, მაგრამმმმმმ
    ლა ლიგაში არ გადავა არსად, რაც შეეხება ლიგას, არა მგონია სანამ ლეო პსჟ-ში იქნება, მანამ ლიგისთვის ბრძოლა შეძლოს კუმანის გუნდმა
    2-3 წლის შემდეგ ჩავი დაბრუნდება და რაღაცას იქნებ ეშველოს

  • Gio144
    schedule 06 აგვ 2021, 22:09

    ფეხბურთი ფულმა შეჭამა დღეს სრული იდიოტობაა ფეხბურთელს უნდა დარჩენა გუნდსაც უნდა გააგრძელოს კონტრაქტი მაინც ვერ ხერხდება ფეხბურთელის დატოვება ბიუროკრატიის გამო (

  • saba_xavi
    schedule 06 აგვ 2021, 22:03

    არ დაგვიმსახურებია ეს დასასრული არავის. არც გუნდს არც ჩვენ და რაც ყველაზე მთავარია არც მესის. მთელი ბავშობა რომ მეფიქრა ამას მაინც ვერ წარმოვიდგენდი

  • Moriba
    schedule 06 აგვ 2021, 22:03

    🚨 BREAKING: მესი – პსჟ, მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან 🇦🇷🔥‼️

    🇫🇷🗞 ფრანგულ პრესას თუ დავუჯერებთ, ტრანსფერი დროის ამბავია 👀⏳

    #POSTVტრანსფერები

  • cruyff9
    schedule 06 აგვ 2021, 22:00

    სწორი არჩევანია!!მესის აღარაფერი აქვს დასამტკიცებელი!!წავა და გააგორებს ლაღად ბურთს სტატისტიკასაც გაიუმჯობესებს და იქნებ ლიგასაც გამოკრან ხელი!!წარმატებები მეფეთ მეფევ❤️❤️

  • Joakim Brodén
    schedule 06 აგვ 2021, 21:58

    ძაან კაი, ლიგის მოგების ყველაზე რეალური შანსები პსჟ-ში ექნება