workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ ფეხბურთელებს ახალი შეთავაზებით მიმართა

ბარსელონამ ფეხბურთელებს ახალი შეთავაზებით მიმართა

El Periódico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ ფეხბურთელთა ნაწილს ახალი წინადადებით მიმართა. 

კლუბი სერხიო ბუსკეტსს, ჟერარ პიკეს, ჟორდი ალბასა და სერჟი რობერტოს სთავაზობს, ამ სეზონის ბოლოს ანაზღაურების მხოლოდ 60% გადაუხადოს, დარჩენილი ნაწილი კი გადაუვადოს და იმ წლებზე გადაუნაწილოს, რომლებიც “ბარსასთან” თითოეულ მათგანს მოქმედი კონტრაქტის მიხედვით აკავშირებს. 

ვეტერანი კატალონიელი მოთამაშეების ხელფასი კლუბის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად კი დანახარჯის შემცირება აუცილებელია. 

ამ ეტაპზე ფეხბურთელების პოზიცია ასეთია: ბუსკეტსი პირობებზე თანახმაა, პიკემ თანხმობა უკვე დაადასტურა, ალბა ორჭოფობს, რობერტოსთან კი მოლაპარაკებები გაგრძელდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • azulgerana
    schedule 03 აგვ 2021, 20:44

    xavi73,
    არაფერში

  • nika 54
    schedule 31 ივლ 2021, 11:10

    ეს ალბა მაგარი ახვარია, გრძნობს რო ჯერ კიდევ საჭიროა და გასაგდებთა სიაში ვერ მოხვდა. ამიტომაც ორჭოფობს, მაგრამ ავიწყდება რო მაგის გაშვება იანვარშიც შეიძლება თუ მაგ ადგილზე ნამდვილი ღირსეული ვინმე გამოჩნდა.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 30 ივლ 2021, 21:02

    kissing ღმერთოოო! როდის დადგება ის დრო, რომ რობერტო "სკამის მხეხავადაც" კი აღარ დავინახო?!!!
    ამ ზაფხულს კიდევ ალბაა დიდ გონორზე და რა ვიციიი..

  • M10 S9 D11
    schedule 30 ივლ 2021, 20:47

    ალბაც დაიკლებს აი რობერტოს ვაფშე გაასხმევინეთ

  • xavi73
    schedule 30 ივლ 2021, 19:51

    რობერტოს რაში უხდიან ხელფას კიმარა.დ