“ბარსელონა”, პრე-სეზონზე ნაჩვენები კარგი თამაშის შემდეგ, რეი მანაის გაყიდვას აპირებს.
კატალონიურ კლუბს ალბანელი თავდამსხმელის თაობაზე შემოთავაზება სამი კლუბისგან: “კადისისგან”, “სასუოლოსა” და “ფამალიკაუსგან” აქვს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, თავად ფეხბურთელი არ ჩქარობს და აპირებს, რონალდ კუმანისგან მიღებული თითოეული წუთი მაქსიმალურად კარგად გამოიყენოს, რათა უკეთესი წინადადებები მიიღოს.
წყაროს თანახმად, “ბარსასაც” და მანაისაც სჯერათ, რომ თუ ეს უკანასკნელი იგივე დონეზე თამაშს გააგრძელებს, მის მიმართ ინტერესი გაიზრდება.
24 წლის შემტევი Transfermarkt-ზე 700 ათას ევროდაა შეფასებული, თუმცა, MD-ს ცნობით, “ბლაუგრანას” 2.7 მილიონზე მეტის მიღება სურს.



რა უნდა დაამტკიცოს
რას დაელოდება?
ხო ალბათ რომ დაამტკიცოს
ანუ ვინც კარგად თამაშობს იმათ ვუშვებთ და დემბელე უმტიტი ლანგლე გუნდის "ძირითადი ბირთვი" ხდება?