“ბარსელონას” ახალი საკრედიტო კოდი მიენიჭა. კატალონიური კლუბის საკრედიტო მდგომარეობა შეფასებულია, როგორც “დამაკმაყოფილებელი”.
“ბლაუგრანას” ოფიციალური განცხადების თანახმად, კლუბმა შეფასება კომპანია Fitch-ს დაუკვეთა. ეს მსოფლიოში საკრედიტო რეიტინგის დამდგენი 3 უდიდესი კომპანიიდან ერთ-ერთია. ფინანსური მდგომარეობის გამოკვლევის შედეგად “ბარსას” მიენიჭა სტატუსი BBB-. სულ 21 შეფასება არსებობს, BBB- კი რიგით მეათეა. ეს სანდოობის საშუალო ხარისხს ნიშნავს. მთავარი კი ისაა, რომ კლუბი ინვესტირების კატეგორიაში რჩება, თუმცა ზუსტად ზღვარზეა.
BBB- რეიტინგი ასეა განმარტებული: “კომპანიას აქვს შესაძლებლობა, ადექვატურად შეასრულოს ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები. თუმცა არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა ან ცვალებადი გარემო დიდი ალბათობით გამოიწვევს იმას, რომ კომპანიას ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გაუჭირდება.”
ასეთი შეფასების მიუხედავად “ბარსელონა” BBB- რეიტინგს ოპტიმისტურად აფასებს და აცხადებს, რომ კომპანია Fitch-მა კლუბის ფინანსური მდგომარეობა სტაბილურად და ოპტიმისტურად შეაფასა.

ვინ დააკმაყოფილა ნეტა?
ის რომ დამაკმაყოფილებელია ამ ფონზე, შემოსავლების გარეშე მაყურებლისგან. უკვე კარგია იმიტომ რო აგვისტოდან მაყურებელს უშვებენ და როგორც მინიმუმ დაბლა აღარ დაეშვებიან.
გასაგებია გასაგებია 🤔
არ ვიცი მიხაროდეს თუ პირიქით.
ანუ?