“ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ “გრანადას” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, ანტონიო არანდა კარიერას კატალონიურ გრანდში გააგრძელებს. 20 წლის ფეხბურთელი სარეზერვო გუნდში იასპარეზებს.
“ბლაუგრანამ” ესპანელი შემტევი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.
არანდამ “ბარსასთან” 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც შესაძლოა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს. მისი გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევრო იქნება, რაც, პირველ გუნდში დაწინაურების შემთხვევაში, გაორმაგდება.




20 წლის? სარეზერვო გუნდში? 20 წლის ლეო ოქროს ბურთის კანდიდატი იყო.
ხოდა მანაის ყიდიან უეჭველი