ბარსელონა დემირში პირველი გუნდის პროფილის ფეხბურთელს ხედავს

ბარსელონა დემირში პირველი გუნდის პროფილის ფეხბურთელს ხედავს

“ბარსელონას” ახალწვეულმა, იუსუფ დემირმა სავარჯიშო სესიებსა და ამხანაგურ შეხვედრებში რონალდ კუმანსა და კლუბის ხელმძღვანელობაზე შთაბეჭდილების მოხდენა უკვე მოახერხა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური გრანდი 18 წლის ავსტრიელში პირველი გუნდის პროფილის ფეხბურთელს ხედავს. წყაროს ცნობით, მიუხედავად ამისა, დემირი სეზონს “ბარსელონა ბ-ში” დაიწყებს, თუმცა მისი პროგრესის გათვალისწინებით, დაწუნაურება გამორიცხული არაა. მოსალოდნელია, რომ კუმანი მას ძირითად გუნდში თამაშის შანსსაც მისცემს. 

“ბლაუგრანამ” ავსტრიელი ფეხბურთელი ვენის “რაპიდიდან” ერთწლიანი იჯარით დაიმატა. “ბარსას” სეზონის ბოლოს მისი 10 მილიონად გამოსყიდვის უფლება აქვს. 

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (5)

  • Don_Andresito
    26 ივლ 2021, 15:46

    ციტატა: M10 S9 D11
    ამდენი ახალგაზრდის დაწინაურებაც არ გამოვა 3-4 კაცია ამ ეტაპზე დასაწინაურებელი ბალდე კოლადო პენია და გავი


    ნიკოც. ამ წელს მორიბას და მინგესას დააწინაურებენ, მორიბა თU დარჩა ოღონთ. ეგენი ჯერ ისევ ბ გუნდის ფეხბურთელებად მიიჩნევიან. მერე ბალდე დაწინაურდება პენია და კოლიადო. გავის ჯერ ბარსა ბ ში არ უთამაშია წესიერად, 2 თამაშI ჩაატარა, მაგას ჯერ ბარსა ბ ში დააწინაურებენ, 16 წლისაა და 1-2 წელი ხან ბ ში იქნება ხან პირველ გუნდთან, აი ნიკო საჭიროა, ბუსის დუბლიორად. გავი პუჩს გავს ძალიან და არ ვიცი კუმანი თუ ენდო. ისე კი ნიკო გავი პუჩი მორიბა დემირი და პედრი იასნა ყველა მოხოდილი და ტოპი იქნება 4-5 წლის მერე ჩემი აზრით

  • Nikabedinadze
    26 ივლ 2021, 12:54

    სრულიად ლოგიკურია

  • Vito Kharshiladze
    26 ივლ 2021, 11:48

    კაია იხოდება ახალგაზრდობა.

  • M10 S9 D11
    26 ივლ 2021, 11:40

    ამდენი ახალგაზრდის დაწინაურებაც არ გამოვა 3-4 კაცია ამ ეტაპზე დასაწინაურებელი ბალდე კოლადო პენია და გავი

  • nika 54
    26 ივლ 2021, 10:53

    მე მგონი ეს ნამდვილად გაამართლებს.