მიმდინარე ზაფხულში “ბარსელონადან” ანტუან გრიზმანის წასვლის შესახებ უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. კლუბს ფრანგის გასხვისება სახელფასო ფონდის შემცირების მიზნით სურს.
არაერთი კლუბის სურვილის მიუხედავად, 29 წლის ფეხბურთელის გაშვება მაინც რთული საკითხია. გრიზმანი “ლურჯ-ბროწეულისფერ” მაისურს მხოლოდ “ატლეტიკოში” დაბრუნების შემთხვევაში გაიხდის. “როხიბლანკოსთან” მოლაპარაკებები კი წარუმატებლად წარიმართა და ფრანგის მადრიდულ კლუბში გადაბარგება ფაქტობრივად გამორიცხულია.
აქედან გამომდინარე, “ბლაუგრანა” ანტუანის შენარჩუნებასაც არ გამორიცხავს. Sport-ის ინფორმაციით, კატალონიელები გამოსავალს ეძებენ და, ჯერ-ჯერობით, ერთადერთი შესაძლებლობა გუნდის ყველა ფეხბურთელისთვის ხელფასის შემცირებაა. ამ შემთხვევაში, გრიზმანს “კამპ-ნოუს” დატოვება არ მოუწევს.
ფრანგ თავდამსხმელს “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

Dud I think it's just 30 for the convex
ყველამ აბსოლიტურად უნდა შეიმციროს ხელფასი, პიანიჩი კოუ უმტიტი როგორმე უნდა წასაღდნენ, უფასოდ სამივე, მთავარია წავიდნენ და მოჟნი შემცირება იქნება ხელფასის, 5 მილიონიც რო ვერ ვიშოვოთ მაინც. 40 მილიონზე მეტი მიდის მაგათში. ჩემი აზრით მინგესას იჯარაზეც უნდა იფიქრონ, პერსპექტიული მცველია, დიდი ალბათობით წელს 3 მცველით აღარ ვითამაშებთ, მარჯვნივ სამი კაცია, დესტი ემერსონი რობერტო, ცენტრში ლენგლე პიკე არაუხო გარსია. მინგესას 5 თამაშის ჩატარება თუ მოუწევს სულ და ცოტაა. წავიდეს იჯარით ბეტისში ან სადმე სანამ პიკე წავა.
დარჩება ალბათ გრიზი და ძალიანაც კარგი
შესაძლოა კი არა უნდა შეინარჩუნოს ხელფას დაიკლებს დარწმუნებული ვარ
ამის გაშვების მიზეზი მარტო ხელფასია დანარჩენი ამის გაშვება დიდი უაზრობა იქნება .
შესაძლოა, ბარსამ გრიზმანი შეინარჩუნოს.
29 წლის ფეხბურთელის გაშვება მაინც რთული საკითხია.
უფრო სწორი იქნება ასე რომ ვთქვათ: "შესაძლოა ბარსას გრიზმანი შეეტენოს".
და კიდევ გრიზმანი კაი ხანია 30 წლის გახდა, ჯერ კიდევ მარტში, ასე რომ მაგის 29 წელზე ლაპარაკი უხერხულია.
ძლივს ცოტა ათამაშდა და ამის გაშვება არ შეიძლება ახლაა,გრიზმანი დეპაი მესი კაი ტრიო იქნება❤