Mundo Deportivo წერს, რომ “ბარსელონას” გუნდის გაძლიერება ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველით სურს.
რონალდ კუმანს ჯორჯინიო ვეინალდუმის გადაბირება სურდა, თუმცა ნიდერლანდელი ფეხბურთელისთვის ბრძოლა “ბარსამ” “პარი სენ-ჟერმენთან” დათმო. კუმანმა კლუბის ხელმძღვანელობას ვეინალდუმის ტიპის ფეხბურთელის შეძენა თხოვა. კატალონიური გამოცემის თქმით, “ბარსა” ასეთი ნახევარმცველის დამატებას ეცდება მიუხედავად იმისა, ილაიშ მორიბა კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს თუ არა. ასევე, ვეინალდუმის შემცვლელად არც საულ ნიგესი მოიაზრება.
“ბლაუგრანასთვის”, იდეალურ ვარიანტს პოლ პოგბა წარმოადგენს. ფრანგს “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, თუმცა სახელფასო ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მისი გაფორმება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.


პოგბა? დებილები გვაკლია?
პაულინიოზე იწერებოდა წინა დღეებში და სრულად მივესალმები თუ მოიყვანენ,მაგრამ ეხლა არაფერი იწერება,არ არიან ალბათ დაინტერესებულები
აგერ საულის ვარიანტი გამოჩნდა და ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია, ტექნიკურიც, კლასნიც
თან ატლეზე გაბრაზებული იქნება, რეალს ისედაც ვერ იტანს
პოგბა არა ლეღვი მაგას და რაიოლას უქიცინე კუდი კიდე მოაშრეთ აქედან რენატო სანჩესი მოიყვანეთ იჯარით
თუ რენატუ ვერმოიყვანეს პაულინიო დააბრუნონ
პოგბა არა ის კიდევ,სანჩესის ვარიანტი თუა თან იჯარით,რატომაც არა?მერე იმედია დაახვევენ უმტიტები და ლენგლეები და იქნებ კაი მცველიც ითრიოს ლაპორტამ.