ანტუან გრიზმანისა და საულ ნიგესის გაცვლა ჩაშლის პირასაა, თუმცა “ბარსელონას” ნახევარდაცვის გაძლიერება მაინც სურს და სხვა ვარიანტებს ეძებს.
Diario As-ის ინფორმაციით, რონალდ კუმანს რენატუ სანშეშის კანდიდატურა ხიბლავს. ნიდერლანდელ სპეციალისტს ფიზიკურად ძლიერი, დინამიური, კარგი დარტყმის მქონე ნახევარმცველი სურს. პორტუგალიელი კი სწორედ ამ პროფილის მოთამაშეა.
წყაროს თანახმად, შესაძლოა, “ბლაუგრანამ” 23 წლის ფეხბურთელი იჯარით, სავალდებულო გამოსყიდვის უფლებით, დაიმატოს.
სანშეშის აგენტი ჟორჟე მენდეშია, რომელთანაც ჟოან ლაპორტას კარგი ურთიერთობა აქვს.
რენატუ გასულ სეზონში “ლილთან” ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.
მე ამის გოლის გარდა ფრანგებთან ფინალის შემდეგ არაფერი გამიგია.
კარგი იქნებოდა ამის ხილვა ბარსაში
მშვენიერი ტრანსფერი იქნება. გაგვაძლიერებს ვფიქრობ
პედრი დეიონგი რენატუ ბომბი იქნება
ნამდვილად, ასეთი ფიზიკური მონაცემებით (თითქოს არცისე ძლიერი) ასე მყარად იდგეს ფეხზე ფეხბურთელი იშვიათია, ბურთის დაჭერა, თამაშის ტემპის კონტროლი, დარტყმა შესანიშნავი და რაც მთავარია ახალგაზრდაა. წლებია მაწუხებს, ბარსას რაკიტიჩზე უკეთესი ანხევარმცველი არ ყოლია კარში დარტყმა რო აეღო საკუთარ თავზე. პიანიჩი რაკიტიჩს როგორ არ ჯობია მაგ მაბავში მარა ვინ ათამაშა.
ძალიან ძლიერი ნახევარმცველია უბრალოდ ბარსაში რამდენად გაამართლებს ეგ არის საინტერესო მაგრამ იჯარით თუ წამოვა ძაან მაგარი იქნება
პედრი დეიონგი რენატუ ბომბი იქნება
იჯარით კიბატონო ამაში 70 მილიონის გადახდა უუუუუუდიდესი სისულელეა
მივესალმები ,ყველაზე კარგი ტრანსფერი ეს იქნება თუ გამოვა..
კარგია მაგრამ ჯობია ვინმე მცველი ეძებონ მემარცხენე
ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია