ბარსელონას ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია!

ბარსელონას ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია!

რამდენიმე წუთის წინ ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალი დასრულდა, რომელშიც “ბარსელონამ” ლონდონის “ჩელსი” ანგარიშით 4-0 გაანადგურა.

კატალონიელებმა დიდი უპირატესობა პირველივე წუთებზე მოიპოვეს. 35-ე წამზე “ბლაუგრანა” ავტოგოლით დაწინაურდა, რასაც მე-14 წუთზე ალეშია პუტელიასის ზუსტი თერთმეტმეტრიანი, ხოლო 21-ე და 36-ე წუთებზე აიტანა ბონმატისა და კაროლინ ჰანსენის გოლები მოჰყვა.

მე-2 ტაიმში “ბარსა” ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობდა, თუმცა სახიფათო კონტრშეტევებსაც ახორციელებდა. საბოლოოდ შესვენების შემდეგ გოლი არ გასულა და კატალონიელებმა დამაჯერებლად იმარჯვეს.

“ბარსელონა” ქალთა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (11)

  • nika 54
    17 მაი 2021, 15:19

    გოლი კი გავიდა ბოლო წუთზე, მაგრამ საიდანღაც ოფსაიტი აღმოაჩინეს, ისე ყველაზე ლამაზი ეგ გოლი იყო.

  • C.PC5
    17 მაი 2021, 07:08

    მრავალ ასეთ სეზონს ვუსურვებ გოგოებს და მთავარ გუნდსაც!!!! ალბათ ვერცერთი სიტყვა ვერ აღწერს იმას რასაც ქალთა გუნდი მთელი სეზონი ჩადიოდა. ბრავო!!!🙌🙌🙌🙌

  • ♠️Spooky♠️
    17 მაი 2021, 03:23

    Genacvalet tqven basasunebo ddd😘

  • Bakero
    17 მაი 2021, 03:06

    ბიჭო მცველი მაინც არა გყავთ და ის გოგო N4 მაინც წამოიყვანეთ გუნდში :))))))))) და ის კიდევ ალვეშის ნომრით N22 რომ თამაშობდა თავდასხმაში მარტინსი:)))))

  • Chico
    17 მაი 2021, 01:26

    ბრავა გოგოებო! გილოცავთ დიდებულ წარმატებას! თქვენი დღევანდელი გამარჯვება ნამდვილად დროული იყო და დიდი სტიმულია მთელი კლებისათვის, ასეთ მძიმე პერიოდში. ეს ერთი და სხვა მრავლი!!!!

  • Always cule
    17 მაი 2021, 01:21

    აბა რაა, ფინალიც ასეთი უნდა, ყოჩაღ გოგოებს❤💙

  • levanoza
    17 მაი 2021, 01:17

    ციტატა: NEYBarca
    ის 4 ნომერი როა მცველი, ქერა :დ ლენგლეს ამოაგდებდა უპრობლემოდ :დ


    ეგეთი მაპი საქართველოსაც ძალიან ჭირდება smiley

  • Iniesta_8
    17 მაი 2021, 01:17

    ბიჭების გუნდს ბევრად ჯობიან. ნეტა პირიქით იყოს ( გოგოებმა არ მიწყონით).

  • ROUCH
    17 მაი 2021, 01:16

    ვულოცავ გოგონებს, მომეწონა თამაში განსაკუთრებით პირველი ტაიმი

  • NEYBarca
    17 მაი 2021, 01:05

    ის 4 ნომერი როა მცველი, ქერა :დ ლენგლეს ამოაგდებდა უპრობლემოდ :დ

  • M10 S9 D11
    17 მაი 2021, 01:05

    გადაურაეს ჩელსის ბრავო