მადრიდის “რეალიდან” “არსენალში” მშრალი იჯარით განათხოვრებულ მარტინ ოდეგორს მეთოფეთა გაცნობით ინტერვიუში რამდენიმე ზოგადი კითხვა დაუსვეს.
მათ შორის ერთ-ერთი მათგანი იმაზე იყო, თუ რომელ ცნობილ გოლს გაიტანდა, თავად რომ შეეძლოს.
ნორვეგიელმა კი ლეო მესის “ხეტაფეს” წინააღმდეგ გატანილი გოლი გაიხსენა.
“რომელ ცნობილ გოლს გავიტანდი რომ შემეძლოს? მესის გოლს “ხეტაფესთან”. როდესაც მან მთელი მოედანი დრიბლინგით გაიარა და გოლი ისე გაიტანა.”
“რეალის” საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელისაგანა ასეთი განცხადება მართლაც უჩვეულოა.
მესის კარიერაში საუკეთესო გოლია ეგ და მერე კლასიკოს ნახევარ ფინალში რო ჩაუარა მთელ რეალს
ჯერ თქვა საუკეთესო ნახევარმცელი დე ბრუინიაო და რეალის არც ერთი კაცი არ უხსენებია, ახლა კი მესის გოლს გავიმეორებდიო. როგორც შეუძლია კბენს რეალს 90% სკამს რომ ახეხინებდნენ. ზიდანი ძაან ცუდი გამოდგა ამოჩემების მხრივ. ტიპს 17 კაცი არ ყავს განაცხადი რომ შეავსოს, 3 მეკარე ყავს და აკადემიიდან სვამს ხალხს. ამ დროს ოდეგორს და ისკოს ნახევარი წელია არ ათამაშებს.
გემოვნება კი ქონია.