2 კვირის წინ, “ბარსელონას” 18 წლის ფეხბურთელს, ანსუ ფატის, პრობლემურ მუხლზე მეორე ოპერაცია ჩაუტარდა, ამ ინფორმაციას TV3 ავრცელებს.
კლუბმა ქირურგიული ჩარევა ფეხბურთელის სურვილით არ გაასაჯაროვა – გართულებული ტრავმა ფატიზე, ემოციური თვალსაზრისით, უარყოფითად მოქმედებს.
9 ნოემბერს ჩატარებულმა ოპერაციამ სასურველი შედეგები ვერ მოიტანა, ამიტომაც მეორე ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო, თუმცა ეს ყველაფერი არაა.
თუ კატალონიურ გამოცემას დავუჯერებთ, რეაბილიტაციის პროცესი უკეთესობისკენ ვერც მეორე ოპერაციამ შეცვალა და ახლა, არც მესამე ქირურგიული ჩარევაა გამორიცხული. ასეთ შემთხვევაში, ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში გამოჯანმრთელებას ვეღარ მოასწრებს.
წარუმატებელი მკურნალობის გამო, ფატი ექიმების ნდობას კარგავს. იგი მკურნალობის კლუბის მიღმა გაგრძელების შესაძლებლობასაც განიხილავს.
დღეს, Sport-მა იუწყა, რომ ფატის დაბრუნება, დაახლოებით, 1 თვით გადაიდო.
დატანჯეს ბავშვი ვაფშე გასაყრელია ყველა ექიმი და ახლებია მოსაყვანი
ეს რა ექიმები არიან ვერ უმკურნალეს ტიპს! უარესს უშვებიან!! იმედია მალე გამოჯანმრთელდება სრულად ფატი..
იმედია ინვალიდად არ აქცევენ ეს იდიოტები.
კენჭისყრის ლინკი ჩააგდეთხოლმე ადმინისტრაციას მივმართავ თხოვნით კოპა დელ რეის აწი
ვიმ,ეს თუ გაქვთ ახლა ჩამიგდეთ რა პლიზ
და თუ არადა შედეგები მაინც დაწერეთ ეგრევე მივმართავ მწერლებს