Sport-ის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, “ბარსას” 18 წლის შემტევის, ანსუ ფატის, რეაბილიტაციის პროცესი არცისე კარგად მიმდინარეობს.
ივარაუდებოდა, რომ ფატი მოედანზე ვარჯიშს თებერვლის დასაწყისში დაუბრუნდებოდა, თუმცა მუხლმა, რომელზეც ქირურგიული ჩარევა განხორციელდა, გაზრდილ დატვირთვას ვერ გაუძლო. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ მუხლის სახსარში სითხის ჭარბი რაოდენობა არის დაგროვებული.
ექიმთა ჯგუფს, რამონ კუგატის ხელმძღვანელობით, ფატის დაბრუნების ზუსტი თარიღის პროგნოზირება უჭირს, თუმცა საუკეთესო შემთხვევაში ეს მარტის ბოლოს უნდა მოხდეს, უფრო რეალისურ ვარიანტში კი – აპრილის შუა რიცხვებში. ექიმებს პროცესების დაჩქარება და გარისკვა არ სურთ, ვინადაინ საქმე ახალგაზრდა, პერსპექტიულ ტალანტს ეხება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ანსუს “პარი სენ-ჟერმენთან” თამაში გამოირიცხა. პარიზელებთან წარმატების შემთხვევაში, მან, შესაძლოა, მეოთხედფინალური მატჩებიც გამოტოვოს.
სერხი რობერტოს მაგალითზე გვიჩვენა რომ მოცდა ღირს და ჯობია
ანუ ამისთვის სეზონი დასრულებულა და ეგაა.
ეს თუ სიმართლეა დაამთავრა ამან სეზონი და მეშინია ბოიანივით კარიერაც არ დაასრულოს
არაუშავს მთავარია ხოდზე იყოს