კატალონიის “ბარსელონას” ძირითადი გუნდი ხვალ, “ბილბაოსთან” გასამართ მატჩამდე უკანასკნელ ვარჯიშს ახლა მართავს.
როგორც იცით, ამისი მიზეზი დილით გადადებული სესიაა. იმის გამო, რომ დღეს დილით სამწვრთნელო შტაბის 2 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, ვარჯიშის გადადება საჭირო გახდა.
შესაბამისად, პროტოკოლის მიხედვით, მოთამაშეებს დამატებითი ტესტირებები ჩაუტარდათ. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ინფიცირებული არავინ იყო, რონალდ კუმანმა ფეხბურთელები კვლავ შეკრიბა.
ამჟამინდელ სესიას კვლავ დაესწრო ილიაშ მორიბა, რომელსაც, ალენიას წასვლის შემდეგ, ძირითად გუნდში სათამაშო დროის მიღებას უწინასწარმეტყველებენ. ასევე, აღსანიშნავია, რომ თავად ალენია ამ ვარჯიშს არ დასწრებია.
📺 EN DIRECTO
⚽ Sigue el último entrenamiento azulgrana antes del #AthleticBarça
👉 https://t.co/TnrsvnbEEF pic.twitter.com/UzKbHV7mhN— FC Barcelona (@FCBarcelona_es) January 5, 2021



ზნაჩიტ ალენია გაუშვეს. პუჩს არ შეეხონ ნეტა და ჯანდაბას.
იმედია უეჭველი მოვიგებტ თორე ცუდადაა ამათი საქმე
თუ არ დასწრებია, ესეიგი მიდის ზე ტალანტი.