მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟორდი ევოლე: მესიმ ინტერვიუში განვლილ ცხოვრებასა და საკუთარ პიროვნებაზე მიამბო

ჟორდი ევოლე: მესიმ ინტერვიუში განვლილ ცხოვრებასა და საკუთარ პიროვნებაზე მიამბო

La Sexta-ს ჟურნალისტმა, ჟორდი ევოლემ, გასულ პარასკევს, “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების კაპიტანთან, ლიონელ მესისთან, ინტერვიუ ჩაწერა. ევოლე სოციალურ ქსელში ინტერვიუს შესახებ ჰყვება.

ინტერვიუში მესი საკუთარი ბავშვობის, “ბარსელონაში” მოსვლის, ოჯახისა და ქალაქის შესახებ საუბრობს. იგი, ასევე, ამჟამინდელ ცხოვრებაზე, თავის პიროვნებაზე, სკოლაზე, ბავშვებსა და იმ მულტფილმების შესახებ გვიყვება, რომელსაც შვილებთან ერთად უყურებს.

ევოლეს თქმით, ინტერვიუ, დაახლოებით, 65 წუთი გაგრძელდა. მესიმ საუბარი ინტერვიუს დასრულების შემდეგაც გააგრძელა.

თავდაპირველად, მესიმ ინტერვიუზე უარი გვითხრა, იგი ამბობდა, რომ პანდემიაზე სასაუბროდ შესაფერისი პიროვნება არ იყო, თუმცა დაგვპირდა, რომ კოვიდკრიზისის დასრულების შემდეგ, ინტერვიუს მოგვცემდა, მან პირობა შეასრულა.

ინტერვიუს შემდეგ, გაკვირვებული ვიყავი. ყველა, ვინც ფიქრობს, რომ მესი ისევ მარტოსული პიროვნებაა, მიხვდება, რომ ცდება. იგი ზრდასრული ადამიანია, რომელიც “ბარსელონასა” და მის გარემოცვას კარგად იცნობს. მან იცის თუ როგორ მიმართოს მასებს. მე ვნახე ადამიანი, რომელსაც “ბარსა” უყვარს იმაზე მეტად, ვიდრე რომელიმე სხვა გულშემატკივარს.

– ამბობს ევოლე.

ინტერვიუს პრემიერა 27 დეკემბერს შედგება. მანამდე, მცირე ნაწყვეტს RAC1 ასაჯაროვებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (9)

  • El Guaje
    schedule 21 დეკ 2020, 18:51

    საინტერესოაა ძაან რა ისაუბრეს

  • BARCELONA FOREVER
    schedule 21 დეკ 2020, 17:00

    მალე მოიხოდება და მერე გამოექანოს რეალი და ატლეტიკო

  • Albicelecte
    schedule 21 დეკ 2020, 15:29

    მესი… ბარსა მის გარეშე ძალიან ძნელი წარმოსადგენია, აქ ზოგი იმას ამბობს, მესი გავყიდოთო, თითქოს ვიღაც მადეირას კუნძულიდან ჩამოსული ავანტურისტი იყოს barca-6

  • M10 S9 D11
    schedule 21 დეკ 2020, 15:13

    სულით ხორცამდე კულეა ეს ბარსადან არ წავა

  • AGU3RO
    schedule 21 დეკ 2020, 14:58

    დარჩიიიიი მესიიი

  • Clever liar
    schedule 21 დეკ 2020, 14:41

    "მე ვნახე ადამიანი, რომელსაც "ბარსა" უყვარს იმაზე მეტად, ვიდრე რომელიმე სხვა გულშემატკივარს."

    ლეოს ყველაზე დიდი პრობლემა ისაა რო ის დღემდე სულით ხორცამდე კრუიფი გვარდიოლას ბარსელონაა დარჩენილი, ხოლო თავად ბარსელონა ვალვერდეს პრაგმატიზმის, სეტიენის ნახირიზმის და კუმანის უვიციზმის სინთეზია…

  • Iniesta_8
    schedule 21 დეკ 2020, 14:33

    გუნდს ყოველთვის აქვს აღმასვლები და დაღმასვლები, როგორც ჩანს ახლა დაღმასვლის პერიოდია და უნდა მოვიცადოთ ცოტა ხანი. გუნდში არის რესურსი რომ მომავალში ისევ მწვერვალზე ავიდეს ბარსა. ზედმეტი მოლოდინები ნუ გექნებათ და ნერვებს ნუ მოიშლით ამათ გამო. მეც ვწუხვარ რომ შეეძლოთ ბარსა დღესაც საუკეთესო გუნდი ყოფილიყო, მარა უდიდესი შეცდომები დაუშვეს ყველა სფეროში და ახლა უნდა მიიღონ სამაგიერო. წელს არაფრის იმედი არ მაქვს, ერთადერთი ესპანეთის სუპერთასია 2 მატჩიანი და რადაც არ უნდა დაუჯდეთ უნდა დადონ. უტიტულო სეზონის შემდეგ ეგეც კაი იქნება.

  • C.PC5
    schedule 21 დეკ 2020, 14:26

    ძაან დავინტრიგდი უკვე. მართლა მაინტერესებს მთლიანი ინტერვიუ უკვე.

  • AGU3RO
    schedule 21 დეკ 2020, 13:44

    გვაინტერესებს მაგრა