27 დეკემბერს ნათელი ბევრ რამეს მოეფინება. ყოველ შემთხვევაში, ამით “გვემუქრება” La Sexta.
ესპანურმა ტელევიზიამ ლეოსთან ინტერვიუ ცოტა ხნის წინ ჩაწერა. ახლახანს გაირკვა, რომ ეს ინტერვიუ 27 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 21 საათსა და 25 წუთზე (თბილისის დროით უკვე 28 დეკემბერს, 00 საათსა და 25 წუთზე) გამოქვეყნდება.
ცნობილია, რომ მესი, ინტერვიუს დროს, მნიშვნელოვან თემებზე საუბრობს. არის მოლოდინი, რომ ლეო სკანდალურ განცხადებებსაც გააკეთებს.
უკანასკნელი ცნობებით, არგენტინელი “ბარსელონაში” არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მინიშნებებს აკეთებს, თუმცა არ აკონკრეტებს, პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს უჭერს მხარს. ის ასევე გადაჭრით არ ამბობს, მიდის თუ არა “ბარსელონადან”.

ვნახოთ და რა იქნება
მორიგ ბომბს აგდებს ლომი
მაგას არ იტყვის მაარა ქცევით იტყვის. პსჟ ეს მაისურით თუ გამოვიდა მოედანზე. ეგ კეილორ ნავასა
ძაან საინტერესოა, იმედია არ იტყვის რომ წასვლა უნდა. მართლა ბევრი კითხვაა ახლა მესისთან დაკავშირებით და დროულია ეგ ინტერვიუც.
აუუ მაგრად მაინტერესებს