UEFA-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საინტერესო კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, არაა გამორიცხული, ჩემპიონთა ლიგაზე ერთმატჩიანი ფლეი ოფის სისტემა სამომავლოდაც დაინერგოს.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება, კორონავირუსის გამო, საგანგებო ფორმატით სრულდება. გუნდები ფლეი ოფში ერთმანეთს ორის ნაცვლად ერთმატჩიან დუელებში დაუპირისპირდნენ. როგორც ირკვევა, UEFA-ში ეს ფორმატი მოეწონათ.
“ერთმატჩიანი ფლეი ოფის სისტემის შენარჩუნება? იძულებულნი ვიყავით ეს სისტემა შემოგვეღო, მაგრამ საბოლოოდ გამოვიდა, რომ სიახლე მივიღეთ. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე სამომავლოდ დავფიქრდებით.
ჩემთვის, ერთმატჩიანი სისტემა უფრო საინტერესოა, ვიდრე ორმატჩიანი. თუმცა ჯერ ძალიან ადრეა იმისათვის, რომ რაიმე ითქვას. ვნახოთ.” – ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს Reuters.




ერთმატჩიანი მაგრად ასწორებს,მაგრამ ისე უნდა ქნან რო გუნდებს იმავე რაოდენობის მატჩები გამოუვიდეთ
რავი ძაან კაი თამაშები წავიდა ასე და მგონი ჯობია დატოვონ
სისულელეა ეს ერთ მატჩიანი პლეი ოფები იყოს ორ მატჩიანი მარა გასვლაზე გატანილი გოლის უპირატესობა გააუქმონ
ასწორებს გასვლაზე გატანილი ბურთი აღარ გადაწყვიტავს ვერაფერს და პატარა გუნდებს მეტი შანსი ექნება
არასანაოხივრივი იქნება ერთმატჩიანი თამაშები